რეალობა - ქართული კლუბებისა და ეროვნული ლიგის სამარცხვინო 2019 წელი

AutoSharing Option
2019 წლის ქართული საკლუბო ფეხბურთი დასრულდა, ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა, ხოლო თასის მფლობელი - თბილისის "საბურთალო".

რითი იყო 2019 წელი გამორჩეული? რითი დაგვამახსოვრა თავი? უფრო ასე ვიტყოდით, იყო სეზონი, რომელიც შეიძლება ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ერთ-ერთი სამარცხვინო საფეხბურთო სეზონი გვქონდა. მივყვეთ თანმიმდევრობით...

გარიგებული მატჩების სკანდალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის, მეორე
და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას"ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. "ჰანდიკაპით" - ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

altგარიგებული მატჩების საქმე - ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა, 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება

altგიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით

altსფფ-მ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა

alt"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

altლევან კობიაშვილი - ილოცონ, რომ სადისციპლინო კომიტეტზე თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ [VIDEO]

altლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას; ყველას დავუპირისპირდები, ვინც უნდა იყოს!

 

altსუს-მა გარიგებული მატჩების გამო "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები გასახდელში აიყვანა




დაშლილი საფეხბურთო კლუბები/ფინანსური პრობლემები

ფორმალურად არცერთი საფეხბურთო კლუბი არ დაშლილა, თუმცა ფინანსური კრიზისი ბევრ გუნდშია.

ზაალ ჩაჩავას ბიზნესგეგმებმა ქუთაისის "ტორპედოში" ვერ გაამართლა, კლუბში ფინანსური კრიზისი ევროტურნირების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. გუნდი ზაფხულში დაიშალა, შემდეგ ახალი გუნდი გაკეთდა, თუმცა უხელფასობის გამო მუდმივი კრიზისი იყო და ქუთაისური კლუბის ბედი დღემდე გაურკვეველია.

ხელფასების დაგვიანებასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბარი იყო "ვიტ ჯორჯიაშიც", კლუბის ფეხბურთელებს უხელფასობა ხშირად აწუხებდათ და ფინანსური აურზაური თამაშზეც აისახებოდა.

პრობლემები იყო "შევარდენშიც", რომელმაც წარმატებულად დაიწყო წელი და შემდეგ პრობლემების გამო გუნდი მთავარმა მწვრთნელმა და დამფუძნებელმა დატოვა. თუმცა ეს კლუბების მცირე ჩამონათვალია, რადგან უფულობა ბევრ კლუბს აწუხებდა.

altჩხეტიანი "ტორპედოს" ტოვებს? - ქუთაისელთა დროებითი მმართველის კომენტარი კლუბში მიმდინარე პროცესებზე

altგაუსაძლისი პირობები - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

alt"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი

alt"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს




ევროტურნირები

დადებითი ფაქტორი იყო, რომ ეროვნულმა ლიგამ უეფას რეიტინგში ბოლო წლებში ყველაზე მეტი, 2.250 ქულა მოაგროვა და მცირედით დაწინაურდა.

თუმცა ქართული ფეხბურთის სამარცხვინო ლაქად დარჩება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალოს" "არარატ-არმენიასთან" მარცხი, რომელმაც ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. არადა, თბილისურ კლუბს, საქართველოს საფეხბურთო საკლუბო ისტორიაში, ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, ევროტურნირებზე ეასპარეზა, თუმცა ვერ გამოიყენა...

სხვა შემთხვევაში კი ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა, ქართულმა კლუბებმა ევროტურნირების სხვადასხვა ეტაპზე ევროთასები დატოვეს. დაშლილმა "ტორპედომ" ვერაფერი გააწყო; სოსო ფრუიძემ არანაკლებად დაშლილი გუნდით, სადაც შეძლო, იჭიდავა, თუმცა ბოლოს ისიც დანებდა; თბილისის "დინამოს" შანსი კი იქ დასრულდა, როცა წილისყრაში ჰოლანდიური "ფეიენოორდი" ამოუვიდა.

alt8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]




მსაჯები

თუ წლის განმავლობაში მსაჯების "შეცდომებს" კლუბები ძირითადად ყლაპავდნენ და ხმაურიან განცხადებებს არ აკეთებდნენ, რათა ფეხბურთის ფედერაცია არ გაენაწყენებინათ, ბოლო წრეში, როდესაც კლუბების საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, გახშირდა მსაჯების მიმართ კრიტიკა.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა პირველად "საბურთალოს" ამხედრებას გიორგი ყრუაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ოფიციალური სტატიაც მიუძღვნეს (შემდეგ წაშალეს) და თბილისის "დინამოსთან" გამართული მატჩის გმირადაც შერაცხეს. ყრუაშვილს "ვითომ" პერსპექტიული უწოდეს და ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

მეორე შემთხვევა, რომელიც ეროვნული ლიგის წლის ამბად შეგვიძლია ვაღიაროთ, ეს ბოლო წრეში "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" მატჩისშემდგომი გამოხმაურებაა. არჩილ ბერიძემ, რომელმაც აჭარული კლუბი რამდენიმე კვირით ადრე ოფიციალურად ჩაიბარა, ამ მატჩის შემდეგ გოგა კიკაჩეიშვილის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა და კლუბიდან წასვლას აანონსებდა. საბოლოოდ გადაიფიქრა...

ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში და არამარტო, მსაჯების ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს. ეს დაბალი კვალიფიკაციის ბრალია თუ სხვა მიზანმიმართული ქმედებების, ფედერაციის გამოსაძიებელია. ფაქტია, შეცდომების მერე დასჯილ მსაჯებს ვერ ვხედავთ.

altfcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

altროცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...

altარჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

 

დაბოლოს...

თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეროვნული ლიგის დონე იზრდება. საქართველოს ჩემპიონატის ოთხივე კლუბი, რომლებიც ევროტურნირებზე გამოვლენ, დიდი ალბათობით, იმავე შედეგს დადებს, რაც წინა წლებში, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. ამასთან ერთად, მომავალ წელს შეიძლება წილისყრაშიც არ გაგვიმართლოს.

წლევანდელი წლის ერთადერთი გამონათება ქომაგებია. განსაკუთრებით, ორი კლუბის. ბათუმის "დინამოს" ქომაგმა ჩემპიონატს ელფერი შესძინა, ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგი კი თავისი პროტესტით კლუბს გაქრობისგან იცავს.

სხვა შემთხვევაში, წელს ჩემპიონატის ტრანსლირების ხარისხმა მოიკლო, ეროვნული ლიგის საიტიც ისეთივე ენთუზიაზმით აღარ მუშაობდა. კერძოდ, თუ წინა წელს საიტზე მრავალფეროვანი კონტენტი იყო, წელს მისი ნახევარიც არ იდებოდა. მულტიმედიური მასალებიც მინიმალური იყო.

და რა ვისურვოთ? პროფესიული ლიგა პროფესიონალების ხელში!

მკითხველის კომენტარები / 22 /
ფედერაცია დაინტერესდეს იმ კლუბებით სადაც ფეხბურთელები და კლუბში დასაქმებული ხალხი თვეობით ხელფასს რომ არ იღებენ,განსაკუთრებით ლიგა2-ში,,შევარდენი,ფოთი და ასე შემდეგ
ლიგა
12 დეკემბერი 2019 01:53
1
ამას მთელი ეროვნული ფეხბურთი არ მოწონს და ჩვენ რომ ამის სტატია დავიწუნოთ რა პრობლემაა
QT
11 დეკემბერი 2019 17:40
8
და მოსაწონი რაააა როო?
ვაი ჩვენს პატრონს
12 დეკემბერი 2019 01:36
0
რამე მოსაწონი არის? ძალიან კარგი და ობიექტური სტატია იყო
საირმე
11 დეკემბერი 2019 20:49
0
მეტი რეკლამა მეტი ხარისხი მეტი გადაცემები ადრე კეთდებოდა ფეხბურთელებზე პორტრეტი მარა წელს ასეთი არაფერი იყო გასაგებია რო 1-2 წელში დიდ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესების მაგრამ წესიერი რეპორტაჟების და გადაცემების გაკეთებას რა უშლის ხელს?
ka
11 დეკემბერი 2019 17:19
0
რაც თავი მახსოვს ჩვენს ფეხბურთს ვაგინებთ, ხანდახან ჟურნალისტებსაც, ხმას რომ არ იღებენ. პირველად ვნახე ასეთი კრიტიკული სტატია და რამ აღგაშფოთათ? ყველაფერი სიმართლეა რაც სწერია, კობიაშვილი შეიძლება ცდილობს ფახბურთის წინ წაწევას, ამ მხრივ ძალიან კარგი ქნა 10 გუნდამდე შემცირება, მაგრამ შედეგი ჯერ არც ერთ ასპექტში გვაქვს, 2019 წელს ევროთასებზე გვარიანად ჩავისცვარეთ..როგორც ყოველთვის, 1 გუნდი უსახსრობით და მამაძაღლობით შუა გზაში დაიშალა, მეორე გუნდი ჩაწყობაში ამხილეს.... მეტი უარესი რაღა გინდათ? მსაჯები ისევ ისეთი დონეები არიან როგორც ყოველთვის
დემე
11 დეკემბერი 2019 16:20
3
რა სარეიტინგო ქულა! რა აშენებული! რა მიკერძოებული!
წელს სამი კლუბი ფაქტიურად დაიშალა! ხარისხიანი ლეგიონერი ჩემპიონატს არ ყოლია! ჩაწყობილი თამაშები! ბოსტანში გამართული მატჩები! არაპროფესიონალი მსაჯობა! კამერების დეფიციტი(ეპიზოდის გამეორებას რო აზრი არ აქვს, მაინც არ ჩანს). ცარიელი სამარცხვინო ტრიბუნები! ეს ყველაფერი ერთად ათ გუნდიან ჩემპიონატში ხდება და ამას ვეძახით წინსვლას?!
გიბლარტარმა რო არ დაგვანება ბოლო ადგილი შესარჩევში და მარტს შიშით გულის ფანცქალით და მაინც იმედიანად ველოდებით ესაა რეალობა! და ვიდრე ჩაჩავასნაირები კანონზე მაღლა იდგება მანამ ვერ ჩამოვყალიბდებით საშუალო ევროპულ ქვეყნად!
ბასკი
11 დეკემბერი 2019 14:57
3
საბიუჯეთო პულსაც ამოწურავენ ხელპასებში და პრიმიებში და დარჩებიან ეგრე დონე ისევ იქნება ნოლიიი
oto
11 დეკემბერი 2019 14:33
0
dzalian guli mckdeba msgavs temebze ro xdeba saubari magram
realoba eseti gvaqvs! dzalian samarcxvinoa rodesac fexburteli tavis tavs kidis tavis gundels kidis ojaxs kidis es aris sircxvili, meore 5 gundi ro daishleba 6 tveshi es ar vici sad moxda bolos ar vici! me landzgva ki ar minda an ai ese ai ise ubralod guli mtkiva kovel cels ukan da ukan ro midis es chveni nu ara marto fexburti zogadad sporti! magram imeds mainc ar vkargav da maqvs imedi ro odnav uketesobisken cavalt da bolo bolo amovalt am talaxidan !
კოტარუ მაცუშიმა
11 დეკემბერი 2019 14:30
0
საბურთალოს "წარმატება" არა რაააააატთან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია !!!! განსაკუთრებით ის თუ რა მოყვა ამ "წარმატებას" საბურთალოს კლუბში, როგორ "ადექვატურად" იმოქმედეს !!!! გამოძიება დააწყებინეს უეფას და მწვრთნელი გადადგა არა?! ნეტავ როდის ჩამოირეცხავს ქართული ფეხბურთი ამ საშვილიშვილო სირცხვილს?! ამ დაცინვას და არაფრად ჩაგდებას, მიჩქმალვას და გადაგორებას ვითომ არაფერი მომხდარა არარატთან წაგებითო გულშემატკივარი არ დაგივიწყებთ არა!!!!!!
!!!!!
11 დეკემბერი 2019 13:51
3
ძალიან სასიხარულოა რაც ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით ხდება: ახალი თანამედროვე სტადიონი, ნორმალური სპონსორი, გულმხურვალე გულშემატკივარი და ა.შ. გისურვებთ წარმატებებს და ტორპედოს შეცდომები გაითვალისწინეთ რათა იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. არადა ტორპედოც რომ ძველებურად ძლიერი იყოს, ქართული ფეხბურთის სამშობლოში ფოთშიც, რომ გამოიღვიძონ, ზესტაფონსაც დაუბრუნდეს ფეხბურთი, კახეთშიც მოხერხდეს ერთი ნორმალური გუნდის (თელავში დაწყებულია ეს საქმე, წარმატებები...) გაკეთება, ლანჩხუთის გურია აღორძინდეს, ქვემო და შიდა ქართლს ყავდეს თითო ნორმალური, კონკურენტუნარიანი გუნდი (რუსთავი, დილა) თბილისის ორი, სამი გუნდი (საბურთალოს გარდა, მხოლოდ არარატთან თამაში გამოსდით წარმატებულად !!!), პერსპექტივაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გუნდები და ჩემპიონატიც უკვე რაღაცას დაემსგავსებოდა. არადა, რომ დაუკვირდეთ რაზეა საუბარი თითო რეგიონში მინიმუმ თითო გუნდი მაინც, რომ გაკეთდეს ცალსახად კერძო და არავითარ შემთხვევაში ე.წ. საბიუჯეტო. ეეეჰ სამწუხაროა, ამ ეტაპზე ცოტა შორეულ აუსრულებელ მიზნად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ იმედია ყველაფერი დალაგდება, მთავარია ფეხბურთის უზომო სიყვარული, ბევრი თავისი საქმის პროფესიონალი, ბევრი შრომა, კეთილსინდისიერება და ა.შ.... ამ ყველაფრის ძალიან დიდი ბიძგი შეიძლება გახდეს ნაკრების მიღწევები (ვაისის გადამკიდე სასწაული) რომელსაც 2020-ს მარტში ველოდებით..... წარმატებები ქართულ ფეხბურთს, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა !!!!!!!!
!!!!!
11 დეკემბერი 2019 13:42
2
ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს მარტო კალაძე და კობიაშვილის ლანძღვა კი არაა გამოსავალი,არამედ ჩაჩავას მსაგავსი ჩამყაყებული ადამიანები უნდა გამოიყვანონ კლუბებიდან და გაროზგონ საჯაროდ,რომ მეორედ მსგავსი არავინ გაიმეოროს! ჩვენ ყველა თუ არ დავდექით ერთმანეთის გვერდით ერთი და ორი კაცი ყველას გასაკეთებელს მარტო ვერ გააკეთებს!
gabo
11 დეკემბერი 2019 12:30
3
Ocnebis mona
Rima
17 დეკემბერი 2019 14:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული