რეალობა - ქართული კლუბებისა და ეროვნული ლიგის სამარცხვინო 2019 წელი

AutoSharing Option
2019 წლის ქართული საკლუბო ფეხბურთი დასრულდა, ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა, ხოლო თასის მფლობელი - თბილისის "საბურთალო".

რითი იყო 2019 წელი გამორჩეული? რითი დაგვამახსოვრა თავი? უფრო ასე ვიტყოდით, იყო სეზონი, რომელიც შეიძლება ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ერთ-ერთი სამარცხვინო საფეხბურთო სეზონი გვქონდა. მივყვეთ თანმიმდევრობით...

გარიგებული მატჩების სკანდალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის, მეორე
და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას"ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. "ჰანდიკაპით" - ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

altგარიგებული მატჩების საქმე - ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა, 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება

altგიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით

altსფფ-მ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა

alt"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

altლევან კობიაშვილი - ილოცონ, რომ სადისციპლინო კომიტეტზე თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ [VIDEO]

altლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას; ყველას დავუპირისპირდები, ვინც უნდა იყოს!

 

altსუს-მა გარიგებული მატჩების გამო "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები გასახდელში აიყვანა




დაშლილი საფეხბურთო კლუბები/ფინანსური პრობლემები

ფორმალურად არცერთი საფეხბურთო კლუბი არ დაშლილა, თუმცა ფინანსური კრიზისი ბევრ გუნდშია.

ზაალ ჩაჩავას ბიზნესგეგმებმა ქუთაისის "ტორპედოში" ვერ გაამართლა, კლუბში ფინანსური კრიზისი ევროტურნირების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. გუნდი ზაფხულში დაიშალა, შემდეგ ახალი გუნდი გაკეთდა, თუმცა უხელფასობის გამო მუდმივი კრიზისი იყო და ქუთაისური კლუბის ბედი დღემდე გაურკვეველია.

ხელფასების დაგვიანებასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბარი იყო "ვიტ ჯორჯიაშიც", კლუბის ფეხბურთელებს უხელფასობა ხშირად აწუხებდათ და ფინანსური აურზაური თამაშზეც აისახებოდა.

პრობლემები იყო "შევარდენშიც", რომელმაც წარმატებულად დაიწყო წელი და შემდეგ პრობლემების გამო გუნდი მთავარმა მწვრთნელმა და დამფუძნებელმა დატოვა. თუმცა ეს კლუბების მცირე ჩამონათვალია, რადგან უფულობა ბევრ კლუბს აწუხებდა.

altჩხეტიანი "ტორპედოს" ტოვებს? - ქუთაისელთა დროებითი მმართველის კომენტარი კლუბში მიმდინარე პროცესებზე

altგაუსაძლისი პირობები - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

alt"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი

alt"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს




ევროტურნირები

დადებითი ფაქტორი იყო, რომ ეროვნულმა ლიგამ უეფას რეიტინგში ბოლო წლებში ყველაზე მეტი, 2.250 ქულა მოაგროვა და მცირედით დაწინაურდა.

თუმცა ქართული ფეხბურთის სამარცხვინო ლაქად დარჩება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალოს" "არარატ-არმენიასთან" მარცხი, რომელმაც ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. არადა, თბილისურ კლუბს, საქართველოს საფეხბურთო საკლუბო ისტორიაში, ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, ევროტურნირებზე ეასპარეზა, თუმცა ვერ გამოიყენა...

სხვა შემთხვევაში კი ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა, ქართულმა კლუბებმა ევროტურნირების სხვადასხვა ეტაპზე ევროთასები დატოვეს. დაშლილმა "ტორპედომ" ვერაფერი გააწყო; სოსო ფრუიძემ არანაკლებად დაშლილი გუნდით, სადაც შეძლო, იჭიდავა, თუმცა ბოლოს ისიც დანებდა; თბილისის "დინამოს" შანსი კი იქ დასრულდა, როცა წილისყრაში ჰოლანდიური "ფეიენოორდი" ამოუვიდა.

alt8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]




მსაჯები

თუ წლის განმავლობაში მსაჯების "შეცდომებს" კლუბები ძირითადად ყლაპავდნენ და ხმაურიან განცხადებებს არ აკეთებდნენ, რათა ფეხბურთის ფედერაცია არ გაენაწყენებინათ, ბოლო წრეში, როდესაც კლუბების საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, გახშირდა მსაჯების მიმართ კრიტიკა.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა პირველად "საბურთალოს" ამხედრებას გიორგი ყრუაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ოფიციალური სტატიაც მიუძღვნეს (შემდეგ წაშალეს) და თბილისის "დინამოსთან" გამართული მატჩის გმირადაც შერაცხეს. ყრუაშვილს "ვითომ" პერსპექტიული უწოდეს და ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

მეორე შემთხვევა, რომელიც ეროვნული ლიგის წლის ამბად შეგვიძლია ვაღიაროთ, ეს ბოლო წრეში "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" მატჩისშემდგომი გამოხმაურებაა. არჩილ ბერიძემ, რომელმაც აჭარული კლუბი რამდენიმე კვირით ადრე ოფიციალურად ჩაიბარა, ამ მატჩის შემდეგ გოგა კიკაჩეიშვილის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა და კლუბიდან წასვლას აანონსებდა. საბოლოოდ გადაიფიქრა...

ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში და არამარტო, მსაჯების ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს. ეს დაბალი კვალიფიკაციის ბრალია თუ სხვა მიზანმიმართული ქმედებების, ფედერაციის გამოსაძიებელია. ფაქტია, შეცდომების მერე დასჯილ მსაჯებს ვერ ვხედავთ.

altfcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

altროცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...

altარჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

 

დაბოლოს...

თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეროვნული ლიგის დონე იზრდება. საქართველოს ჩემპიონატის ოთხივე კლუბი, რომლებიც ევროტურნირებზე გამოვლენ, დიდი ალბათობით, იმავე შედეგს დადებს, რაც წინა წლებში, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. ამასთან ერთად, მომავალ წელს შეიძლება წილისყრაშიც არ გაგვიმართლოს.

წლევანდელი წლის ერთადერთი გამონათება ქომაგებია. განსაკუთრებით, ორი კლუბის. ბათუმის "დინამოს" ქომაგმა ჩემპიონატს ელფერი შესძინა, ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგი კი თავისი პროტესტით კლუბს გაქრობისგან იცავს.

სხვა შემთხვევაში, წელს ჩემპიონატის ტრანსლირების ხარისხმა მოიკლო, ეროვნული ლიგის საიტიც ისეთივე ენთუზიაზმით აღარ მუშაობდა. კერძოდ, თუ წინა წელს საიტზე მრავალფეროვანი კონტენტი იყო, წელს მისი ნახევარიც არ იდებოდა. მულტიმედიური მასალებიც მინიმალური იყო.

და რა ვისურვოთ? პროფესიული ლიგა პროფესიონალების ხელში!

მკითხველის კომენტარები / 22 /
მიკერძოებული სტატიაა ცალსახად. ავტორს სურს დაინახოს მხოლოდ ცუდი ფაქტები, რაც არა მხოლოდ ჩვენთან, ყველა ქვეყანაში არსებობს და არ აღნიშნავს მნიშვნელოვან გარემოებებს. რას ქვია, ეროვნული ჩემპიონატი არ განვითარდა? ის პატარა ფაქტად მიგაჩნიათ, რომ ევროტურნირზე გასული ოთხივე გუნდი კერძო ინვესტორის ხელშია? (2 დინამო, საბურთალო, ლოკო). თუ ის დრო გერჩივნათ ხალხის ჯიბიდან დაფინასებული გორის დილა როგორ წვალობდა ჯგუფში გასვლაზე და ამისთვის 40-50 ათასებს უხდიდნენ ფეხბურთელებს? ვიმეორებ ხალხის ჯიბიდან იყო გორის დილა დაფინასებული. ბათუმის სტადიონი რომ შენდება, საბჭოთა პერიოდის მერე, ამხელა სტადიონი ჩვენთან არ აშენებულა, ეს პატარა ფაქტია? თან ნახეთ რა სტადიონი, უმშვენიერესი უმშვენიერეს ბათუმში. ეროვნული ჩემპინატიდან ფეხბურთელების ასეთი წარმატებული კარიერის გაგრძელება როდის გახსენდება კიდევ ბატონო სტატიის ავტორო? ჩამოვთვალო? კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, ზივზივაძე, მიქელთაძე, კიტეიშვილი და ა.შ. გავარგრძელო კიდევ ბევრის რამის ჩამოთვლა?
სხვა რაკურსი
10:59 11-12-2019
18
ყველაზე ადვილია სხვისი გაკეთებული საქმის კრიტიკა, ყველაზე მაგრები კრიტიკაში ვართ, ბადალი არ გყვავს. საქმის კეთება ნაკლებად ვიცით, სამაგიეროდ სხვის გაკეთებულს უცებ დავანგრევთ. კარგი სტატია როდის იქნება იცით? როცა გააკრიტიკებთ გასაკრიტიკებელს და თან იქვე დაწერთ გამოსასწორებელი რა არის, მაგალითად თუ არ მოგწონთ ეს და ეს ფაქტი, უნდა იმსჯელოთ როგორ შეიძლება გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს. მხოლოდ იმის თქმა რომ რაღაც არ მომწონს, (დასაბუთებისა და უკეთესის შეთავაზების გარეშე)ძალიან მიუღებელია და მტერი ხარ ამ შემთხვევაში
რომანა
11:10 11-12-2019
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული