ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
ცოდოა ეს ადამიანიც, რასაც ამბობს, გულწრფელად ამბობს... და ბევრ სიმართლესაც! რას ვიზამთ, ასეთია მწარე რეალობა... მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენც გავიხარებთ!
ვახო...
16 ნოემბერი 2020 00:58
3
ვაის, ტაქტიკა? სისულელეებს ბჟუტურებ. ხოჭოლავას კი უნებლიედ შეურაცხყოფას აყენებ, თითქოს ნაკრებში არ ინდომებსო. გაუგებარი ტაქტიკა გაქვს მოედანზე და ხოჭოსაც გაუგებრობაში ხვევ, როგორც ხვიჩას არბენინებდი მარჯვენა ფლანგზე. ახირებები გაქვს.
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 00:57
19
ეს საღი აზრია და არა აკვიატება.
მე პატივს ვსცემ თქვენშ აზრებს და თქვენაც პატივი ეცით ჩემსას:
1)არავითარი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებში ვაისის წასვლის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები, არა ერთი მწვრთნელის, არამედ მინიმუ მწვრთნელთა დუეტის, თუ საჭირო იქნება ტრიოს ხელმძღვანელობითაც კი
2)სამივე ლიგა უნდა გახდეს 2021 წლის სეზონიდან სამუდამოდ პროფესიონალური, დაჯდეს საკუთარ ბიუჯეტებზე კლუბები და მოეხსნას სახელმწიფო დაფინანსება.
3) ყველა კლუბი უნდა იყოს "მხოლდო კომერციული კერძო საკუთრება"

არ გაკეთდება ეს? არ იქნება წარმატება ქართულ არც ჩემპიონატში და არც ნაკრებში.

ლევან კობიაშვილო ყოველდღე უნდა იმეორო ეს როგორც ლოცვა და ხსნა ქართული ფეხბურთისათვის.
jango
16 ნოემბერი 2020 14:04
13
მაგ მიდგომით საქართველოს ჩემპიონატი ორ კვირაში გაუქმდება. საქართველოში არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს, ანუ ვერასოდეს იქნება კლუბები მხოლოდ საკუთარ კერძო დაფინანსებაზე. ეს შესაძლებლობა მაქსიმუმ 3-4 კლუბს ექნება. სხვა დანარჩენები მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით თუ იარსებებენ. ეს ეხება სპორტის ყველა სახეობას. არც ადგილობრივ ჩემპიონატის ფეხბურთელებით შემოფარგვლაა სწორი, რადგან ლეგიონერი, ანუ მეტად ანაზღაურებადი, უცხოელების მიერ გადაბირებული ფეხბურთელი უკეთესი მოთამაშეა. მოკლედ, პატრიოტული მიდგომებით სპორტში შედეგს ვერ მივიღებთ. კომერციაა მთავარი!
jango-ს
16 ნოემბერი 2020 15:31
4
პესიმისტებს.
1) ესე იგი თქვენ გინდათ რომ ჩემი ჯიბიდან თქვენი სახუშტურო საგულშემატკივრო კლუბი ფინანსდებოდეს, თქვენს ემოციებს და სურვილებს, სახალისოს მე ვაფინანსებდე? ისევ ბიუჯეტის ფულის ხერხვა გინდათ? კი ბატონო, სამოყვარულო კლუბთა ლიგა, 20 კლუბით და სახელმწიფო ფინანსირებით 250 000 ლარი კლუბს წელიწადში, არაა პრობლემა სამოყავრულო კლუბების ნაწილში. მაშინ რათ გინდათ 4 ლიგიანი სამოყვარულო დონის ჩემპიონატი? ახლა ზუსტად იგივე არაა?
2) პროფლიგებს რაც შეეხება, სფფ-ს შეუძლია ( და ასეც უნდა მოიქცეს მხოლოდ) დათქმა გააკეთოს პროფლიგებში კლუბების ფინანსირების ოდენობაზე - ელიგა მინიმუმ 3 მილიონი ლარი კლუბსი საკუთარი, გარანტირებული ბიუჯეტი, ელიგა2 მინიმუმ 2 მილიონი ლარი ბიუჯეტი, ელიგა 3 მინიმუმ 1 მილიონი ლარი ბიუჯეტი. ვინც ვერ დააკმაყოფილებს უფორ მაღალ ლიგაში აღზევებას , მას ჩაანაცვლებს მომდევნო თუკი ამს რესურსები ეყოფა, რამეთუ მშიერი გუნდი უფრო მაღალ ლიგაში იქნება დესტაბილიზაციის და მაქინაციების ფაქტორი.
3) რა მწვრთნელებიც არ უნდა ჰყავდეთ ქართულ კლუბებს, ეს კლუბები თითქმის ყველა ერთნაირი ფეხბურთს თამაშობს იდეით, მენტაოლბით, ფიზიკურად და გეგმითაც,როგორც იტალიაში 85% კონტრშეტევას თამაშობს ყველა ლიგაში, ამიტომაც ამ კლუბებიდან ამოყვანილი სანაკრებო ფეხბურთელები ერთმანეთს უფრო ადვილად და სწრაფად მოერგებიან ვიდრე ეს ჩვენი ნახევრად უთამაშებელი ლეგიონერები.
4) ფეხბურთელს მშობლიურ ენაზე რომ აქვს კონტაქტი მწვრთნელთან, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საკმაოდ, ამიტომაც ქართველ მწვრთნელებში შეიძლება ისეთი დუეტის შერჩევა ვინაც ისეთ გუნდს აააწყობს, რომელიც ითამაშებს , სულს, გულს და მონდომებას დადებს და ამას მაყურებელი დიანახავს, მაყურებელმა ისიც იცის რომ მოუგებელს ვერ მოიგებს, მაგრამ გუშინდელ საზიზღრობას მართლა ვერ იხილავს მინდორზე...
jango
16 ნოემბერი 2020 18:48
0
ყველა გამოხმაურება
წყენისგან სიტყვებიც აღარ მაქვს. რაც მახსოვს ბოლოს ცხადაძის დროს მახსოვს რომ მომწონდა ნაკრების თამაში პასები კომბინაციები რაც იშვიათობაა და უცებ ვიღაცის ბოღმის გამო მოიშორეს. შორს ვარ იმ აზროსგან რომ მარტო მწვთნელის პრობლემაა იმიტომ რომ გვყავდა მსოფლიო დონის მწვთნელებიც. აქ მიდგომაა და ისევ უკვე მეასედ ვწერ რომ ვისაც ფეხბურთი უყვარს უსამართლო არჩევნებზე ხმა უნდა ამოგვეღო. ამდენ ფულს რომ ჭრის საძმო ამას ხო ჩვენზე კარგათ შიგნით ფეხბურთელები ხედავენ და რომელ თავდადებას ვთხოვთ როცა ამ სიბინძურეს უყურებენ რაც ფეხბურთში ხდება. ამიტომ ზემოთ უნდა ვეძებოთ პრობლემა
Martali
16 ნოემბერი 2020 13:52
5
ქართველებს გვყავს უდიდესი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, ყველა დროის უძლიერესი, ლეგენდარული ადამიანი, რომელსაც შეუძლია კიდევ მრავალჯერ გაგვახაროს....სწორედ მასზე და ძალისმიერ სპორტის სახეობებზე უნდა იხარჯებოდეს ის ფული, რომელსაც ფუჭად ანიავებენ ფეხბურთის და თუნდაც რაგბის ფედერაციაში. ეს სახეობებია: ძალოსნობა, ძიუდო და ჭიდაობა თავისუფალი და კლასიკური.
გია
16 ნოემბერი 2020 10:23
8
დაძუნძულებდნენ შეშინებული კურდღლებივით...
გლახუნა
16 ნოემბერი 2020 04:15
1
ლობჟანიძე ფლანგელი მშვენიერია, სისწრაფე აქვს და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, რატომ არ ათამაშა მაკედონიასთან. ვაისი მოგზავნილია, დაცვა არ უნდა დაეშალა, რა უნდოდა დაცვაში კანკავას. ჩვენი პრობლემა იყო შეტევა და ის უნდა გაეძლიერებინა, დაცვას რას ერჩოდა, დაცვის გამო წავაგეთ.ხუთი წლისთავზე მიხვდა, რომ შეცვლა უნდა დროულად გააკეთოს. ხუთი წელი დავკარგეთ, ეს თაობა შესაცვლელია. ცხადაძე უნდა დავაბრუნოთ და ახალი გუნდი შევქმნათ
თამაზი
16 ნოემბერი 2020 01:46
8
ვეთანხმები ვაისს,ეს იყო ჩ...ლი ფეხბურთელების თამაში,ვაისი ხოარ მისცემს პასს და დაარტყავს კარში,ძაან ცუდ ფორმაში არის სუ ყველა,მოტივაცია ნული,არა ესე არაფერი გამოვა ფეხბურთელებმაც საკუთარ თავზე თუ არ აიღეს პასუხისმგებლობა,სირცხვილი ბიჭებო თქვენ,ამას არ ვიმსახურებთ ქართველი გულშემატკივარი,აი თქვენ რასაც იმსახურებთ მგონი მიიღებთ (არავინ მოვა სტადიონზე ასე თუ გააგრძელებთ,პანდემია მალე გადაივლის)
Aba heee
16 ნოემბერი 2020 16:16
1
ვაისის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მატჩის მსვლელობაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, არც ტაქტიკურად და არც შემადგენლობის ცვლილებით. მან ვერ გამოიყენა არსებული საკადრო რესურსი, ნაკრებში გამოძახებული ბიჭების ძლიერი მხარეები. ნორმალური მწვრთნელის ხელში შედეგი ნამდვილად დაიდება. სახეზე იყო არასწორად შერჩეული ტაქტიკა და შემადგენლობა. მოთამაშეები ხელს უშლიდნენ ერთმანეთს. ეს სწორედაც რომ მწვრთნელის პრობლემაა. ეს ნათლად ჩანდა იმ თამაშებშიც, რომლებსაც ვიგებდით, თუმცა გამარჯვებულის განსჯას არავინ იწყებდა სამწუხაროდ... არ ვამბობ, რომ იდეალური მოთამაშეები გვყავს, მაგრამ ნორმალური მწვრთნელის ხელში, შედეგს ნამდვილად მივიღებდით. ვაისის მიმართ არანაირი პიროვნული პრობლემა არ მაქვს და პატივსაც ვცემ სლოვაკეთის ნაკრებში მიღწეული შედეგით, თუმცა, საქართველოს ნაკრებში მისი დანიშვნა იყო ყველაზე დიდი შეცდომა! დარწმუნებული ვარ, ცხადაძე ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზეც ათამაშებდა და B ჯგუფშიც ავიდოდით, თუმცა არ აცალეს, ალბათ იმიტომ, რომ ართველებს ერთმანეთის სიძულვილი და ქიშპობა ყველაზე უკეთ გამოგვდის... ამ შემადგენლობის პირობებში გია გეგუჩაძეც და გია ჭიაბრიშვილიც გაცილებით უკეთეს შედეგებს დადებდა ვიდრე ვაისი! იმედია, ვისაც საჭიროა, ეყოფა გამჭრიახობა რომ მოიყვანონ ნაკრებს ნორმალური მწვრთნელი აღირსონ...
ქართველი ქომაგი
16 ნოემბერი 2020 12:52
5
მოკლედ ვაისი არის ძალიან სუსტი გუნდი.
ვერ შეძლო ამან გუნდის აწყობა. ელემენტარულად ის ვერ გავიგეთ რომელია ამის ძირითადი შემადგენლობა.
ეხლა ბაზრობს წინ რომ მიდიხარ მეორემ უნდა დააზღვიოსო,ეგ ვარჯიშზე უნდა უთხრა, დამუშAვებული უნდა გქონდეს კომბინაციები და ტაქტიკა.
las
16 ნოემბერი 2020 08:19
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული