მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
არაბიძე მაალი ინტენსივობით ვერ ითამაშებს და დანარჩენები ყველა ითამაშებს ხო . ვილი მოგვშორდი მალე გთხოვ
ტოტტი
13 მარტი 2024 13:54
15
იაშვილის პირად ინტერესებს ეწირება არაბიძე
!!
13 მარტი 2024 13:16
14
გაბრიელ სიგუა ნაკრებში!!!
!
13 მარტი 2024 18:13
8
არაბიძე არის სსრკ-ს დროინდელი ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, მაგრამ მეგრელიძეს მაინც ვერ სჯობია. ჰოდა ახლა ევროპის დონეზე მისი იმედით ჰყოფნა შეუძლებელია.
ავაზა
13 მარტი 2024 15:57
13
პლეი ოფის მატჩის შემადგენლობაზე რა ხდება და ვთქვათ გავიდეთ ევროპაზე მერე ნახეთ გარჩევები ვინ წავიდეს და ვის დატოვებენ
???
13 მარტი 2024 15:14
0
წააგებინებს ამ თამაშს სპეციალურად ფედერაცია ნაგლად დავალება შესრულდება და ესეც გაუვათ ყველაფერი შერჩებათ. იმიტომ რომ თქვენ ხალხი არ ხართ აქამდე გააბლატავეთ ფედერაცია
x
13 მარტი 2024 22:30
21
არაბიძემ ბოლო 2 თამაშში ძალიან ცუდად იასპარეზა. განსაკუთრებით საბურთალოსთან სადაც ვილი ესწრებოდა. ტიპი არ დარბოდა და მართალია რასაც ამბობს სანიოლი ამჯერად.... აზაროვზე რავიცი, რა დაცვა შეტევა გვინდა პირველ რიგში როცა კვარა არაა, ლობჟანიძესაც კიდე რა თამაში აქვს ასეთი როცა ევროპაზე გასვლის ბედი წყდება. ჩაკვე ტრამვირებულია და კვარა დისკვალიფიცირებული. რავი შემტევები ფაქტიურად არ გვყავს და როგორ გვინდა მოგება ?
Lm
13 მარტი 2024 13:22
5
ჩაკვე ითამაშებს მეგობარო. რაის ტრავმა? ეხა 3 დღეში ვარჯის განაახლებს და იქნება ჩოულებრივად.
ირაკლი 17
13 მარტი 2024 14:16
3
პესიმიტებმა, კომენტარებისგან იქნებ თავი შეიკავონ თამაშამდე.
გიზოგ
13 მარტი 2024 15:40
2
კალააა იაშკა კვანტს გიდებს ვგონებ. გაიგე? საგურამოში იქნება ნაკრები სუფთა ჰაერზეო და სიწყნარეშიო გესმის? ანუ თბილისის ჰაერს დედა არ ყავსო და საგიჟეთიაო - ხოდა საგურამოში მაინც ნუ ააშენებთ კორპუსებს დალშე თორე 2030 - ის მუნდიალისთვის ნაკრებს შატილში მოუწევს ასვლა - ნუ იქამდეც თუ არ ჩააღწია "ელიტარულმა საცხოვრებელმა კომპლექსებმა" "ეკოლოგიურად სუფთა" და "მგუდრო გარემოთი".სხვა რა? კანკავა გამიხარდა, აზაროვი მეწყინა, არაბიძე არც -იქეთ არც აქეთ და კიდე რა? ბილეთები ისევ ვერ ვიყიდე, გადამყიდველები ისევ არ დააგდებენ ფასებს ბოლო წუთამდე, 15000 კაცი ისევ არ მოვა, ვინც მოვა იმათი 60 % ისევ ყელაფერს იზავს ვიდრე ფეხბჰრთის ყურება, კაშია და კვირკველია კვეკვესკირი ისევ მანდ არიან. მომლედ გელოდებით მომავალ ციკლზე რომელიც ისევ მომდევნო ციკლის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. გკოცნით:)
იბერია
15 მარტი 2024 02:54
2
ჩივაძე იყო მწვრთნელი ლანღავდით ყიფიანს, ჟურესს, ტოპ მიოლერს, კუპერს, ქეცბაიას, ვაისს და ეხლა სანიოლს მიადექით, თქვენი მოსაწონი ვინ არის თქვე უმადურებო მითხარით ერთი რა. ეს საქართველოს ნაკრები საუკეთესო ნაკრებია ჩვენი ისტორიის მანძილზე. რამ გაგაბოროტათ ასე არ გცხვენიათ?
ბოტი :D
14 მარტი 2024 21:51
18
მერე საუკეთესო ნაკრებია რომაა დამოუკიდებლობის ისტორიაში და ევროზე გასვლის რეალური შანსები რომ აქვს, იმიტომ ვიგიჟებთ თავს ქომაგები! სწორედ მაგიტომ გვსურს რომ მაქსიმალური ერთიანობა და შეკრულობა იყოს ნაკრებში! მაგიტომაც გვინდა რომ ყველა (ვიმეორებ, ყველა) ფეხბურთელი ვინც გამოადგება ნაკრებს, გაფართოებულ სიაში იყოს! და ამ დროს, ეს ე.წ. "პრაფესორები" (სანიოლი და ფედერაცია) რას აკეთებენ? იმის ნაცვლად რომ რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, პირადი სიმპათია-ანტიპათიებით მოქმედებენ და ნაკრების შანსებს თუნდაც შეუგნებლად (ეგეც თუ მასეა) ასუსტებენ/ამცირებენ. აი ამიტომ ვნერვიულობთ ყველანი!
სიმართლე
14 მარტი 2024 22:57
3
უმადურებოო, ისე გვიძახი, გეგონება რომელიმემ სადმე გაგვიყვანა, ან როგორც მინიმუმ თავი არ მოგვჭრა..კაი ჩემო მადლიერო ძმაო, კაი...
ლადო
15 მარტი 2024 00:58
1
ყველა გამოხმაურება
ხაბაზი პურს აცხობს. მე მის გამომცხვარ პურს მივირთმევ, რომლის ხარისხზე იმის მიხედვით ვსაუბრობ, მომეწონა თუ არა მისი გემო. ეხლა ვინც არ უნდა ამტკიცოს ამ ხაბაზს რა მაგარი ბეგრაუნდი აქვს, პურის გემოს კრიტერიუმებზე აზრს ვერ შევიცვლი(ეს რაც შეეხება სანიოლი მაგარი ფეხბურთელი იყო). ეხლა აზაროვზე: აქ უპირველესად გასარკვევია რას ვთამაშობთ. რომელია ნაკრების ძირითადი სათამაშო სქემა? დასაწყისში სანიოლის მთავარ მიღწევად ჩავთვალეთ ის, რომ შეგვაძლებინა დაცვის სამი ცენტრით თამაში. ეს იყო მიგნებაც, ვინაიდან წამოვიდა თამაშიც და შედეგებიც. შემდეგ იყო ექსპერიმენტები, ისევ ოთხ მცველზე დაბრუნება და კრახი. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ისევ 3 ცენტრით თამაში. ამ სისტემის კომბინაციები კი მოითხოვს ფლანგზე ლატერალებს, ძირითადად ორი ტიპის: შემტევი ტიპის და დაცვაზე ორიენტირებული. მწვრთნელი მათ დასახული მიზნებიდან გამომდინარე აყენებს ან ცვლის ერთს მეორეთი თამაშის სურათიდან გამომდინარე(მაგ. დიმარკო -ბასტონი, დუმფრისი - დარმიანი). ინტერის მაგალითი მომყავს იმიტომ რომ, როგორც ჩანს 3-5-2 თამაშს ვაპირებთ, რომელიც დაცვით ფაზაში 5-3-2-ად ტრანსფორმირდება. ეხალ ვნახოთ ვინ გვყავს ჩვენ: მარჯვნივ გოჩოლეიშვილი-კაკაბაძე, მარცხვნივ წიტაიშვილი - აზაროვი. ესენია მხოლოდ ვინც ჯდება ლატერალეების კლასიკურ აღქმაში. ამ პოზიციაზე ვილიმ მარცხვნივ ათამაშა შენგელია. ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ის არ არის ლატერალე, არც არასოდეს ყოფილა და ასაკიდან გამომდინარე ვეღარც იქნება. ის ნახევარმცველია. თუმცა სიტუაციურად რათქმაუნდა შეიძლება მისი გამოყენებაც, ოღონდ ღიმილის მომგვრელია აზაროვის დაბალ ინტენსივობაზე ხაზგასმა . ეს კომპონენტი ზოგადად და ჩვენთვის მითუმეტეს ახალი ხილია და იგივე შეიძლება ითქვას გამოძახებულ ფეხბურთელთა 90 %-ზე. ლატერალე ზოგადად მთელ ფლანგს აკონტროლებს, დატვირთვა დიდია და უმეტესად ცვლილებას მოითხოვს. უშუალოდ გაბარიტებს მნიშვნელობა არა აქვს (უმეტესობა აზაროვის სიმაღლისაა). არც ჩაწოდებული ბურთების თავით მოგერიებაა მათი ძირითად საქმე, როგორც ვინმეს ჰგონია. ამისთვის მაღალი ცენტრბექებია საჭირო და გვყავს ასეთები. ჩვენი პრობლემური ზონა ნახევარდაცვის ცენტრი უფროა. ბურთის ამოტანა, დაჭერა და გამამწვავებელი გადაცემები, ბალანსი - აი აქ გვაქვს პრობლემები. ამიტომაც თვლიდა გულშემატკივარი, რომ არაბიძის ნიჭი ამ ეტაპზე უფრო გამოგვადგებოდა, ვინემ ტიპიური ჩამშლელი, რომელიც უფრო ოთხმცველიან სქემას მიესადაგება ორი საყრდენით -რასაც იმედია არ ვითამაშებთ. პ.ს. შეხედეთ ინტერის, ატლეტიკოს, იუვეს თამაშებს - სანიოლის ხელში საითაც მივდივართ, ესენია ის გუნდები რომლებიც ამ დროისათვის მსგავს ფეხბურთს საუკეთესოდ აგორებენ. ამ ეტაპსე ჩვენი ფეხბურთელების კონტიგენტი, უბრალოდ გვაიძულებს სამი ცენტრალური მცველით თამაშს.
ამატაკი
14 მარტი 2024 14:33
1
გაგიმარჯოს ძმაო ღმერთმა. ზუსტად ეგ ავღნიშნე და გადამიარეს აქ. თავს ვიცავთ კარგია მაგრამ, ბურთი ვის მიაქვს ფორვარდებამდე ეგ ვერ გავიგეთქო. რავიცი რავიცი. მე მაინც იმედი მაქვს ლუქსემბურგს მოვუგებთ და შემდეგ თამაშზე კვარაც იქნება.
სიმართლე უნდა ითქვას
14 მარტი 2024 18:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული