მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
აზაროვის არგამოძახება არის ძალიან დიდი შ ე ც დ ო მ ა, რომელსაც მოიმკით!!!
!!!
13 მარტი 2024 14:28
16
ნუ იწყევლები თუ ქალი ხარ :)
Me ar var Roboti
13 მარტი 2024 14:58
3
გიორბელიძეს და გაბრიელ სიგუას, აუცილებლად გამოვიძახებდი ნაკრებში!!!!
.
13 მარტი 2024 14:04
6
ამას მწვრთნელი როგორ უნდა დაუძახო, არაბიძეს უწუნებს ინტენსივობას და ყველაზე არა ინტენსიური კვირკველიას და კაშიას მუდმივ ათამაშებს გულშემატკივრების პროტესტის მიუხედავად.
ამას როგორ უნდა დაუძახო მწვრთნელი, როცა არაბიძის ეფექტურობას (ჯარიმები, გოლები და საგოლე გადაცემები) ვერ ხედავს და გულშემატკივრის პროტესტს არ ითვალისწინებს.
ლუქსემბურგთან ჩვენ ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ! ჩვენ ნაკრებში შეიკრიბნენ მართლა ძლიერი მოთამაშეები და ნაკრები იმსახურებს უფრო ძლერ მწვრთნელს!
ეს პლეერი მოაშორეთ!
15 მარტი 2024 11:03
2
ამ სანიოლმა სულ შაუბერა.
ჯუჯი
14 მარტი 2024 17:18
3
ხომ გითხარით სანამ მოსკოვიდან „დაბრო” არ მოვა ჩვენი ევროპაზე ან მსოფლიოზე გასვლის, მანამდე ხელს შეუშლიან ადგილობრივი „ქართველები” ჩვენს ნაკრებს - „გამორჩებათ” კვარაცხელიას ყვითლები, არ დაუძახებენ არაბიძეს და აზაროვს, სტადიონზე არ შეუშვებენ ხალხს, ხან პანდემიის მიზეზით ხანაც წინასწარ აფეთქებული ბათუმის კორპუსით, კოვიდის პოზიტივებით, ზედმეტად მორწყული სტადიონით, გვირაბში ავტობუსის ავარიებით...
შალო
14 მარტი 2024 14:49
10
გამარკვიეთ,კანკავა გუნდის ფსიქოლოგად და ტაშის დამკვრელად ჩამოჰყავთ?თუ უბრალოდ ფედერაციის ხარჯზე თბილისში ახლობლების სანახავად? რა ქვენაც არის,ისეთივე ფედერაციაც და ნაკრებიც.რომც გავიდნენ და მერე? ან რა ფეხბურთს თამაშობენ,ან რა ფიზიკური მომზადება აქვთ? არ მესმის, რატომ უნდა გულშემატკივრობდეს ადამიანი ამ მახინჯ და უვარგის ფეხბურთს.
Walter White
13 მარტი 2024 21:38
21
შე კაი კაცო რაღა კანკავას გადაეკიდე? მთელ სასტავში ერთ-ერთი საუკეთესოა და თან სათამაშო პრაქტიკა არ აკლია სხვებთან შედარებით.
ნიკი
13 მარტი 2024 22:17
1
და ამის მერე კიდევ ამათი იმედი გაქვთ? ვაი თქვენ პატრონს უბედურს!
თან მამალიც არ იქნება, უმამლო დედლებს კი....
.. კუკარეკუ კობიიიი!
კ ო მ ბ ლ ე
13 მარტი 2024 13:55
25
ანჩელოტი რომ არ არის სანიოლი ეგ ვიცით, მაგრამ ჩენ დონიზე უნდა გაქაჩოს, რაც შეეხება თამაშის გაყიდვას და ფულის აღებას მაინც არ გეწყინოს ჯიგარო და სისულელე მგონია ან რატო ყიდიან, ან ვის ყიდია და ვინ ყიდულობს და ვინ იხდის ფულს ვერ მეტყვი? ევროპაზე თუ გავალთ სანიოლისითვისას კარგია ეგ და ფედერაციისთვისაც და რა ფული უნდა აიღონ ისეთი რო ეს თამაში გაყიდონ, მე მგონია რაღაც შეთქმულების თეორიებს ვეძებთ!!!!!!
ბოტი :D
15 მარტი 2024 15:37
4
დავალებააა ზევიდან! უეფას არ უნდა! რატო არ გვიღებენ რაგბის ელიტაში?!
ვიტო
16 მარტი 2024 11:14
0
არაბიძე იმ დონის რომ იყოს, რა დონისაც ზოგიერთს ჰგონია, შახტარში წასული საშუალოზე დაბალი დონის გუნდებს არ მოივლიდა და ისევ ქართულ კლუბში არ ამოყოფდა თავს. სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ასე მარტო სანიოლი რომ ფიქრობდეს, შახტარის დონის კლუბში მაინც იქნებოდა.
Lasha
15 მარტი 2024 12:48
6
გეთანხმებით. ახლა არ არის იმის დრო რომ არაბიძის გამოძახება არგამოძახებაზე დავცხოთ ერთმანეთს. მთავარია მატჩზე ორიენტირება.
არ გამოიყვანეს მეორე მესი! ფეხბურთელი რომელიც საქართველოს დონის ჩემპიონატში თამაშობს და არანაირი მიწვევა არა აქვს საშუალო ევროპული კლუბიდან მაინც, ნაკრებში არაფერი ესაქმება. წერტილი
ზაალ
15 მარტი 2024 18:14
2
სპორტჰალ-ის საიტზე 2023 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნდა ინტერვიუ კობიაშვილთან სადაც ის ამბობდა, რომ არაბიძესთან მიმართებაში არანაირი კონფლიქტი არ არსებობსო და ძალიან სამწუხაროაო ამ ჭორის მოსმენაო
აი გამოჩნდა რამდენად ფარისეველია თვითონ კობიაშვილი-ახლა იტყვიან ფედერაცია არაფერ შუაშია მწვრთნელი წყვიტავს ვინ გამოიძახოსო და აშ. მწვრთნელი კიდევ ამბობს ბოლო ორ თამაშში თავი ვერ გამოიჩინაო და არ დავუძახეო.
არაბიძეზე უკეთესი ვინ ყავს ჩაკვეს გარდა? ქვილითაიას და მექვაბიშვილს მაინც არ ჯობია-ამათმა ხომ გამოიჩინეს თავი ბოლო თამაშებში? დაეძახებინა ვინ იცის როგორ დაგვჭირდეს და ერთ ტაიმს ხომ მაინც ითამაშებდა "მაღალი ინტენსივობით?"
ან ვის დააჯერებთ რომ მარტო მწვთნელი წყვიტავს საქართველოს ნაკრების შემადგენლობას?
გინდაც დავუშვათ და ასეა-ფედერაცია შედეგებზე პასუხს არ აგებს? მათი პირდაპირი შეცდომაა თუ დანაშაული არა, რომ კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია აქვს თანაც დინამიკას დააკვირდით ბოლო ორ თამაშში 2 ყვითელი, როცა მანამდე ყველა თამაშში მხოლოდ 1 ყვითელი ქონდა
უბრალოდ გაანალიზეთ მაკედონიის თამაშიდან დღემდე ფაქტები რაზეც ამ საიტზე ბევრმა დაწერა ხალხის სტადიონზე არ შეშვებიდან დაწყებული და არაბიძე აზაროვის არ გამოძახებით დამთავრებული და მიხვდებით რომ შემთხვევითი აქ არაფერია-შეგნებულად აკეთებს ფედერაცია მწვრთნელთან ერთად იმას რომ წავაგოთ. მიზეზი რა არის მხოლოდ ესაა გასარკვევი-პოლიტიკა თუ ფული?
ჩაკვეც თუ არ დააყენა სასტარტოში ვითომდა ტრამვის მიზეზით-საბოლოოდ აეხდება ფარდა ყველაფერს
მე იმის მეშინია რომ ამდენი გამწარებული ხალხი რომ გამოვა სტადიონიდან ვისკენ და რისკენ მიმართავს თავის რისხვას არავინ იცის-თორემ რომ წავაგებთ მაგაში ეჭვი აღარ მეპარება, რადგან ჩვენებს კრეატიული და მწვავე შეტევა გაუჭირდებათ ასეთი შემადგენლობის ფონზე, იმათი კოზირი კი კარგი დაცვაა, რომელსაც ვერ გავარღვევთ და ამ ზონური უკბილო შეტევით მოვაშიშვლებთ დაცვას რითაც ისარგებლებს როდრიგესი და ადვილად გასცდება ჩვენს მხცოვან მცველებს და გაგვიტანს კონტრშეტევაზე-შეიძლება ერთი გოლიც არ გვაკმარონ.
მოკლედ სცენარი მეორდება იგივე რაც მაკედონიასთან იყო-უბრალოდ თავის მოჭრაა მეორეჯერ საკუთარ მოედანზე წაგება -თანაც ვისთან და ამის მერეც არავინ უნდა აგოს პასუხი ფედერაციიდან გარდა მწვრთნელისა, რომელიც ისედაც მიდის?
inviz9
15 მარტი 2024 12:46
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული