მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
ეს ის საგურამო არააა იტალიას რომ ავტოგოლებით მივეცით თამაში და მაგ ფულით დაამთავრეს ….მაკედონიამ და უეფამ მაშინ იმდენი მოგვცა რომ კობიმ მას მერე ბიუჯეტიდან ერთ თეთრსაც არ ვღებულობთო და ბათუმის სტადიონის ვალები გადაიფარაო ….ახლა ის მაინც გვითხრან სად აპირებენ სტადიონის აშენებას …?! მე მგონია რომ ფოთში ჯუღელსაც ხომ ეკუთვნის წილი აბა როგორია როდესაც 2 თამაში რჩება და 2 ყვითელის ისე აკიდება რომ რატომ რისთვის როგორ დღესაც ვერ ვხვდებით მთელი ერი ….როგორც მაკედოჯიის კოვიდს ისევე რატომ შეგვეზარა ოლიმპიადაზე წასვლა ასევე გაუგებარია გადამწყვეტ თამაშებში გამოიძახო ის ხალხი ვისი პრაიმებიც 5-6 წლის უკან იყო ( მაშინ 30 წლისანი მაინც იყვნენ)და თითქმის არ გამოიძახო არავინ ( ვინც არიან ძირითადში მამარდას გარდა არ იქნება არ
ოხოო
13 მარტი 2024 22:42
13
პასუხი ბოტს შეთქმულების თეორიაზე!
კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ფაქტებს რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, დავიწყებ მაკედონიასთან წაგებული ფინალით:
1. კვარაცხელიას და შენგელიას უეცრად აღმოუჩინეს კოვიდი
2. არაბიძე გამოძახებული ყავდათ და შემადგენლობაში არ დააყენეს-რასაც მოჰყვა კონფალიქტი
3. ხალხი არ შეუშვეს სტადიონზე, რომ ერთად შეკრებული მასის რისხვა აერიდებინათ, თუმცა შეეძლოთ 20 ათასამდე გულშემატკივარი შეეშვათ
ახლა ლუქსემბურგთან თამაშის წინ
1. კვარაცხელაის დისკვალიფიკაცია ბოლო 5 თამაშში 3 ყვითელი მიიღო 82, 75 და 90-ე წუთებზე. არააფრის მომცემ თანაშში დააყენეს ეგეც და ჩაკვეც როცა ორივეს 2-2 გაფრთხილება ქონდა უკვე (კიდევ კარგი ჩაკვემაც არ მიიღო ყვითელი) და შეგვეშალაო წესების ცოდნაშიო
2. არაბიძის და აზაროვის არ გამოძახება-როცა შეტევაში ასე გვიჭირს. არაბიძე ქვილითაიას ან მექვაბიშვილს აღარ ჯობია? გამოეზახებინა და ხალხს სალაპარაკო მაინც არ ექნებოდა-მაგრამ არ აწყობთ არაბიძე არ დაემორჩილება მაგათ და ვაითუ გოლიც გაიტანოს წყალში ჩაეყრებათ გეგმაც. აღარაფერს ვამბობ აზაროვზე, რომელიც გადამწყვეტი თამაშის წინ აღმოჩნდა უხეირო მცველი მანამდე კი ბოლო ორ თამაშში შოტლანდიასთან შეცვლაზე გამოიყვანა ხოლო ესპანეთთან კი სასტარტოში იყო
ეტყობა ბარსელონასთან ირაკლის კარგი თამაში არ მოეწონა შეტევაში :)
ეს რაც შეეხება ნაკრების მიზანმიმართულად შესუსტებას. ახლა გაყიდვის მოტივაციაზე ვისაუბროთ:
უეფა თითოეულ ნაკრებს ვინც ევროზე გავა 9 მილიონ 250 ათას ევროს უხდის-მაგრამ ეს ფული ოფიციალურია და მაგის "გალევებას" დიდი შაარი შეიძლება მოყვეს და რთულია.
ახლა ვინაა მყიდველიო-ლუქსემბურგი პატარა მაგრამ უმდიდრესი ქვეყანაა-ცნობისათვის ერთ სულ მოსახლეხე მთლიანი შიდა პროდუქტი 130 ათასი აქვთ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 5 ათასი დოლარია ანუ 26-ჯერ მდიდრები არიან. ბანკების ქვეყანაა და რაც საქართველოს ბანკებბში ნასესხები სახსრები შემოდის დაახლოებით ნახევარი ლუქსემბურგიდან მოდის. ასე რომ მაგათ ფული არ უჭირთ და ამ თამაშის ფასი მინიმუმ 2-ჯერ მეტი მაინც იქნება ვიდრე ისედაც მიიღებს მოგებული უეფასაგან
ახლა გადახედეთ ჩამოთვლილ ფაქტებს და გჯერათ რომ ამდენი შემთხვევითი დამთხვევა ხდება?
ნეტავ ვცდებოდე და მოვუგოთ ლუქსემბურგს-ბედნიერი ვიქნები, მაგარმ ვეჭვობ დაიწყება ისევ ბურთის უაზრო თრევა განივი და უკან პასებით, სახიფათო მომენტის შექმნის გარეშე და ისევ დაგვიჭერენ კონტრშეტევაზე და მაგით დამთავრდება ყველაფერი და ეს ფედერაციის ნამუსზე იქნება
inviz9
16 მარტი 2024 14:23
1
სავიოლინო დაახვიე არა ხარ შენ ლუქსემბურგის მომგები. პირიქით ლუქსემბურგს გულშემატკივრობ
Gio
14 მარტი 2024 18:20
6
ფეხბურთელი ერთი გვყავს და სად მოაქუჩა 22 ამ სამგლემ, ააა? ერთი ოცდაორად გადააქციე, კიო ხარ სანიოოლ?
კ ო მ ბ ლ ე
14 მარტი 2024 16:03
3
რა მაინტერესებს ნაკრების ფეხბურთელებს ხელფასი აქვთ ?
ფეხბურთი
13 მარტი 2024 13:10
12
არა, ნაკრებში თამაშისთვის ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდიან.
ირაკლი 17
13 მარტი 2024 14:17
1
შენ მაგას ვერ მიხვდები
კოლა
13 მარტი 2024 13:47
1
ყველა გამოხმაურება
ბოტს კიდევ "გაყიდვის" მოტივაციაზე:
მართალი გითხრა ადრე მეც რომ მესმოდა "თამაში გაყიდულიაო" მეც ვღიზიანდებოდი და არაკომპეტენტური ადამიანების მიერ ყურით მოთრეულ დაუსაბუთებელ არგუმენტად მეჩვენებოდა
მაგარმ ამდენი ფაქტის დამთხვევა ლოგიკურ მიზანმიმართული ნაბიჯების ჯაჭვს ქმნის, რაც საფუძვლიანად გვაფიქრებინებს რომ მართლაც შეთქმულებაა და მოტივაცია რა უნდა იყოს თუ არა ანაგარება?, რადგან:
ლუქსემბურგს, რომც გაცდენ საბერძნეთის დამარცხების იმედი არა აქვთ და გარდა მაგისა ბერძნები ფულს არ გადაიხდიან, რადგან ჩვენს ნაკრებზე უფრო ძლიერი ნაკრების შედეგებიც აქვთ და ამბიციაც.
ამიტომ საბერძნეთთან რომ წააგონ არც უეფასგან შეხვდებათ ის 9 მილიონი და დარჩებიან ხელცარიელნი-ამიტომ პირდაპირ ნახევარფინალს გაყიდიან, მით უმეტეს ლუქსემბურგს ფული არ უჭირს, ჩვენი სავარაუდოდ რიდი და შიშიც აქვთ და თანაც ჩვენ თუ გაგვცდნენ ფინალს სახლში ითამაშებენ და იქ ყველაფერს ეცდებიან
მოტივაცია ორივე მხრიდან (ჩვენიც და ლუქსემბურგის მხრიდან მგონი ნათელია)
ახლა რაც შეეხება არაბიძის არ გამოძახებას -მაკედონიასთან თამაშის შემდეგ კონფლიქტის დროს მწვრთნელი ვაისი იყო და ახლა სანიოლია, შესაბამისად არაბიძე თუ აგინებდა ხელმძღვანელობას იმ ხელმძღვანელობიდან ფედერაციის მესვეურები არიან დღესაც, ასე რომ სანიოლს არც წყენა არ ექნება მის მიმართ-უბრალოდ ფედერასტების ბრძანებას ასრულებს და ამიტომაც უნდა აგოს შედეგზე პასუხი ფედერაციამ გარდა იმისა, რომ ხვიჩას ყვითლებთან დაკავშირებით "ადამიანური შეცდომა" :) მოუვიდათ?! ხომ თქვეს შეგვეშალა და გვაცალეთო ხოდა ვაცლით ლუქსემბურგთან თამაშშ და თუ ვერ მოვიგეთ უნდა გადადგნენ
ისე ლაშა ჯაკობია ლუქსემბურგში მოღვაწეობს ერთ ერთ საფეხბურთო მენეჯერულ კომპანიაში-ეს ისე ცნობისათვის...
ისე არ გიფიქრიათ, რომ რატომღაც სამ გადამწყვეტ თამაშში ხვიჩა არც ერთხელ არ ყოფილა? მაკედონიასთან კოვიდი, ახალგაზრდულ ევროზე -"დაღლა" (მაშინაც არ შეიყვანეს ხვიჩა განაცხადში-ნახევარი საათი რომ ეთამაშა იმის ძალაც არ ქონდა? შეეყვანთ განააცხადში იქნება ისრაელისთვის მოგვეგო და ოლიმპიადაზე გავსულიყავით?) ახლა კიდევ ყვითლები აკრიფა თან ბოლო 90-ე წუთზე მოასწრო ესპანეთთან და მსაჯთან კამათის გამო თითქოს 2 ბურთის სხვაობით არ ვაგებდით და თუნდაც ფრის მიღწევის ეშხში იყო, მაგ არაფრის მომცემ თამაშში
ზუსტად კვარას ნაირად მოიმიზეზა დაღლილობა მიქაუტაძემაც-თითქოს ერთმა ადამიანმა დაუწერა ორივეს პასუხი და ამათმა გაახმოვანეს
ისე ვიღაცამ დაწერა რომ პოლიტიკაა და სანამ მოსკოვიდან დაბრო არ იქნება ვერსად გავალთო
შეიძლება ასეც არის ისე ორკესტრირებულად ჩანს ყველა ეს ფაქტი და ვითომ "დამთხვევა".
ჰოდა თუ ბოსები პოლიტიკის გამო უბრძანებენ ფედერასტებს რაღა რჩებათ უნდა შეასრულონ ბრძანება და თან ამ შესრულებას თუ მატერიალური სიკეთეც მოჰყვა რა ჯობია მაგას, როგორც რუსები იტყვიან и волки сыти и овцы целы -ო
მაინტერესებს ისევ სისულელე და შეთქმულების თეორია გგონია ეს ყველაფერი?
inviz9
17 მარტი 2024 14:26
1
ბოდიშს ვიხდი-შემშლია-აქაც მიუღია ესპანეთთან კვარას 82 წუთზე, სულ დაბლა ეწერა და ეტყობა ვერ დავინახე
ბოტს კი პასუხს მივწერ ცოტა მოგვიანებით
inviz9
16 მარტი 2024 11:38
1
გველესიანმა რამდენი გადაგიხადა ??
ვაი შენს პატრონს
14 მარტი 2024 13:40
9
კაი ხელფასი ქონია ირანში ))
ვაი შენს პატრონს
15 მარტი 2024 00:22
0
ვინმეს გეკითხათ; შენ ვისზე მაზავ წაგება, თუ ნიჩია?
რავა ყველა შიფერდაცურებული შემოეხვიეთ გარშემო, ვერ გავიგე, ბოლო ბოლო ვაგებთ, თუ ჯერ არ ვიცით?
კ ო მ ბ ლ ე
13 მარტი 2024 17:50
7
ამ ფედერაციისაგან უველაფერია მოსალოდნელი.მით უმეტეს რომ კალაძემ მფარველობს
თეიმურაზ რეხვიაშვილი
20 მარტი 2024 13:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული