"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მახსოვს სსრკ-ის თამაში ბრაზილიასთან 1980 წელს, როდესაც ბესკოვმა ოლიმპიური ნაკრები შეკრიბა. 30 წლის ასაკში "მარაკანაზე" მატჩი ძირითადში დავიწყე.

ვფიქრობდით, სად მოვედით და ვის ვეთამაშებით?! - გამარჯვების სასაცილო შანსები იყო, მაგრამ 2:1 მოვიგეთ. ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

საქართველოს გამარჯვება აუცილებლად სჭირდება და პორტუგალიას ეს შეხვედრა არაფერს აძლევს. ვფიქრობ, ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყანა მხარს გვიჭერს. ღმერთმა ქნას, რომ დღეს საქართველომ გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვიქნებით!", - თქვა
ჩელებაძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს წვრილი კრიმინალი რა გამოსაყვანია, დაილია პროფესიონალები? ამის 5 ლარად გაყიდული სინდისი დაუშლის მიკერძოებით ლაპარაკს?
გივი
28 ივნისი 2024 12:29
4
გატანილი გოლები არ გახსოვს? უმადური ვითომ გულშემატკივარი ხარ ბაკარია-ქოცკარია...
ზაზა
26 ივნისი 2024 18:29
8
აღარ გამოვიდა ეს ხალხი იმ სუსურუკუს მოგონებებიდან, იქ არიან მენტალურად ჩარჩენილები.
სულ ცალ ფეხზე არ მკიდია, მოლდოველები თუ ყირგიზები მიგულშემატკივრებენ თუ არა ? ასი წელი არ მიგულშემატკივრია არც მათი გუნდებისთვის და არც ცალკეული სპორტსმენებისთვის.
დარწმუნებული ვარ ქართველების 99 პროცენტი ასე ფიქრობს და რახან ნახევარი საუკუნის წინ ერთი ქვეყანა ვიყავით (იძულებით), ამის ხათრით არანაირად არ ქომაგებს ბელარუსს, ესტონეთს თუ ყაზახებს.
ჰოდა არც ისინი გიჟდებიან ჩვენზე და გვეყო ეს მარაზმი.
კორბენა
26 ივნისი 2024 18:02
19
აი ეს თამაშობდა ბუდუს სტილში; ამან ერთხელ "რაზდანზე" ბურთი ააცილა ...
ბაკარია
26 ივნისი 2024 17:46
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული