"უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება" - სომხური დესანტი და მარში თბილისში

AutoSharing Option
Armsport-ის ცნობით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ მეტოქე გუნდის ქომაგები მარშს მოაწყობენ.

გამოცემა იტყობინება, რომ მარშის ორგანიზატორი სომხური FAF Ultras-ია, რომელმაც განცხადება გაავრცელა: „ძვირფასო გულშემატკივრებო, რომლებიც თბილისში გაემგზავრებით - მსვლელობა მეტროს სადგურ წერეთლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ჩვენ 23 მარტს 15:00 საათიდან შევიკრიბებით და ქალაქის ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მსვლელობა დაიწყება.

თან იქონიეთ სამფეროვანი დროშები და ეროვნული გუნდის ატრიბუტიკა. მოდით, ორგანიზებულად დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს მხარი თბილისში. უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება“.

აღნიშნულია, რომ ფანების პირველი ჯგუფი უკვე
გამოემგზავრა საქართველოს დედაქალაქში.

ქართველ გულშემატკივრებს ერევანში კარგად დახვდნენ, იმედია, თბილისში ასეთივე მასპინძლობას გავუწევთ და არავითარ ექსცესებს ადგილი არ ექნება. ქართული გამოთქმა გვეუბნება: „სტუმარი ღვთისაა“ - ეს საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენი კულტურისა და სტუმრის პატივისცემის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

altვან ტ'სხიპი: რევანშისთვის მზად ვართ - გამარჯვება სომხეთშიც შეგვეძლო, მაგრამ...

altსანიოლი: ცვლილებები ტაქტიკაში არ იქნება, შემადგენლობაში კი ზომიერად

altკვარაცხელია პრესკონფერენციაზე - ლეგენდარული ფეხბურთელები გვყავდა და ისევ გვეყოლება!

altსომხებს თბილისში გამარჯვება ახსოვთ, ხვიჩა ბრუნდება, ველით ზარიასა და გულიაშვილს...

მკითხველის კომენტარები / 38 /
ქართველო გულშემატკივრებო! ძალიან ყურადღებით ვიყოთ, რომ ვინმემ აქაურმა პროვოკატორებმა, რამე არ მოაწყონ სომეხი ფანების საწინააღმდეგოდ,რათა მერე არეულობა მოხდეს,არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ! ერევანში კარგად დაგვხვდნენ და ჩვენც იგივეთი ვუპასუხოთ!
გია
22:25 22-03-2025
0
სომეხო ძმებო მადლობა ჩვენი მოქალაქეების კეთილად მიღებისათვის. არავითარი სერიოზული ექსცესი არ ყოფილს სტადიონზე და არც ქუჩაში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩამოდით და ჩვენებიც ასევე დაგხვდებიან. უერთგულეთ თქვენს ნაკრებს თუნდაც წინასაწარ იცოდეთ რომ წაგებისთვის განწირულები ხართ, როგორც თბილისში. ეს მომავლისათვის რწმენას შესძენს თქვენს ნაკრებს. რწმენამ კი ქვა გახეთქა როგორც ვიცით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. საქართველოში. ჩვენ აუვცილებლად მოგიგებთ. ანგარიშს არ ვწერ პატივისცემის გამო, რადგან დიდი ანგარიშით მოგიგებთ.
G.LA
23:09 22-03-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული