ორივე ჩვენებური ვაკო ყაზაიშვილიც და გურამ კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყო. უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, რაც 22-ე წუთზე გოლად დავისმა აქცია, ხოლო 78-ე წუთზე მაზქუიდამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
შეხვედრის მიწურულს, როცა უკვე დამატებითი დრო მიდიოდა, "სან ხოსემ" კუთხური მოიპოვა, ჩაწოდებას შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ბურთი იუეილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ყაზაიშვილს კარგი პასი გაუკეთა, ჩვენებურმა კი მცველების დაუდევრობით ისარგებლა და ამ სეზონში რიგით მეცხრე გოლი მიითვალა.
27 ტურის შემდეგ "სან ხოსე" კონფერენციაში 20 ქულით ბოლო ადგილზეა.
ვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]