გოგა ბითაძემ ფმპ-ს 14 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი სტარტზე ორივე მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის მეორე ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" საკუთარ მოედანზე გაანადგურა ფმპ 89:61.

სტუმართა გუნდმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია მასპინძლებს წინააღმდეგობა და შესვენების შემდეგ გატყდა.

გოგამ 14 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს.

გოგას თანაგუნდელმა ადამ მოკოლამ 16 ქულა ჩააგდო და ამდენივე ქულით შეეწია სტუმართა გუნდს სტეფან პოტი.

"მეგა ბიმაქსმა" ტურნირის სტარტზე ორივე შეხვედრა მოიგო და გალიდერდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გოგა! დღითიდღე უმატებს ჩვენი იმედი და ეგება მომავალ დრაფტზე სანტონიომ აიყვანოს, პოპოვიჩის ხელში დიდი შანსია ნბა-ს ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს.
emigranti
02:22 07-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული