ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ტალინის "ფლორას" თავდამსხმელმა ზაქარია ბეგლარიშვილმა განაცხადა, რომ მათ მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ახლა მეორე გამოცდა უნდა ჩააბაროს ესტონურ ენაზე და მოქალაქეობასაც მიიღებს.

მას ამაში აქტიურად ეხმარება იქაური ფეხბურთის ფედერაცია.

ბეგლარიშვილი ამბობს, რომ 8 წლის წინ მარტო ჩავიდა ამ ბალტიისპირულ ქვეყანაში. არ ეგონა, თუ იქ ამდენი ხანი გაჩერდებოდა. ესტონეთს თავის მეორე სამშობლოდ თვლის და უბრალოდ ვალდებულია, მათი ენა იცოდეს.

მან თქვა, რომ როდესაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ზოგი ამას გაგებით შეხვდება, ზოგი - არა, ყველას თავისი
აზრი აქვს და მოხარული იქნება, თუ ასეთი რამ მოხდება.

პორტალი postimees-ი მას ახასიათებს, როგორც კარგ პიროვნებას და სანიმუშო სპორტსმენს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთმა წარმატება და გამარჯვეა არ მოგაკლოს ცხოვრებაში. კარგი კაცი ხარ და კარგს იმსახურებ.
semi
10:18 09-11-2018
1
სპორტული თვალსაზრისით კიდევ მესმის ზაქროსი,ნაკრებში თამაში უნდა და საქართველოს ნაკრებში არ იწვევენ,მაგრამ ახალგაზრდა კაცი სამშობლოს მოქალაქეობას რომ თმობს,ეს ჩემთვის აუტანელია.ეს მხოლოდ ზაქროს არ შეეხება,ქვეყანა ახალგაზრდობისაგან დაიცალა და ყოველი დანაკარგი, ძალიან მძიმე დანაკლისისა ქვეყნის გენოფონდისათვის.
სოსო
11:13 09-11-2018
27

სიახლეები პოპულარული