კახა ცხადაძეს "ორდაბასში" შრომა დაუფასეს და კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

AutoSharing Option
ყაზახური Kazfootball.kz-ის ინფორმაციით "ორდაბასმა" მის ქართველ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, გამოცემის მტკიცებით 50 წლის სპეციალისტთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.

კახა ცხადაძემ კლუბი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით "ორდაბასმა" პრემიერლიგაში მეოთხე პოზიცია დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მანამდე ქართველი სპეციალისტი "კაირათის" დამრიგებელი იყო, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ის თბილისის "ლოკომოტივს", "დინამოს", ბოლნისის "სიონს", ბაქოს "სტანდარტს", ბაქოს "ინტერს" და საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.

altკახაბერ ცხადაძე ყაზახეთში ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული