9 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში გიორგი ივანიშვილისა და გიორგი გაბედავას "ზაგლებიე" ვროცლავში "შლიონსკთან" 0:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში იყო და გაბედავა გააძევეს. მან 28-ე და 29-ე წუთებზე უხეშობისთვის მიიღო ყვითელი ბარათები. მის გაძევებას კლუბის საიტი კოშმარს უწოდებს.
რაც შეეხება ივანიშვილს, 61-ე წუთზე შეცვალეს.
"ზაგლებიე" 12 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 16 თებერვალს "არკას" მასპინძლობს.
ნაკრებში დაუძახეთ ფლანგზე ივარგებს..