ფოტო: kc-camapa.ru
"კრილია სოვეტოვმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ფეხბურთელები გულშემატკივარს წარუდგინა.
გუნდი სამარაში პირველად შეიკრიბა. აქამდე ისინი შეკრებაზე იმყოფებოდნენ, განახლებული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა კი მოსკოვში "ლოკომოტივთან" (2:2) გამართეს, სადაც ქართველმა ნახევარმცველმა სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ფეხბურთელების წარდგენას 500 გულშემატკივარი დაესწრო.
ჯანო ანანიძე "კრილიაში" 10-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. ის კლუბში სეზონის ბოლომდე მოსკოვის "სპარტაკიდანაა" განათხოვრებული.