რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" სახლში 1:0 სძლია "ახმატს", ქართველი მცველი კი 84-ე წუთზე გააძევეს.
კვირკველიამ ილინის მიერ ცარიელ კარში დარტყმული ბურთი ხელით შეაჩერა, პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, პენალტი კი მეკარე გილერმემ ვიზეუს აუღო და "ლოკომ" გაიმარჯვა.
"ლოკომოტივი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, 5 მარტს სტუმრად "როსტოვს" დაუპირისპირდება და დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრას საბა გამოტოვებს.