გია ცეცაძემ "ლვოვის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში "დნიპრო 1"-თან 1:3 დამარცხების შემდეგ "ლვოვის" მწვრთნელი გია ცეცაძე გადადგა.

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არაფერი არ გამოგვივიდა. გადავდექი, დღევანდელი დღიდან "ლვოვში" აღარ ვიმუშავებ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, მე მივდივარ", - ციტირებს ცეცაძეს ua-football-ი.

შეგახსენებთ, ის "ლვოვს" სათავეში ამა წლის ივნისში ჩაუდგა.

"ლვოვი" 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა - გუნდის ბურთების შეფარდება -17-ია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოში მომუშავე მწვრთნელებიც იმ დონის სპეციალისტები არიან რა დონის ჩემპიონატის გვაქვს, ჭიაბრიშვილის და ერთი ორი კაცის გამოკლებით, რადგან ამ ადამიანებს მართა ესმით თანამედროვე ფეხბურთი დანარჩენები 90% ძალიან ჩამორჩებიან დონით საშუალო რანგის ევროპის ჩემპიონატების მწვრთნელებს კვალიპიკაციაში ( დღეს საქართველოში ყველას შეუძლია მწვრთნელი გახდეს ვისაც საჭირო კონტაქტები აქვს და ეს დაუშვებელია) ამიტომაცაა, რომ ჩვენი 21 წლამდე ნაკრები ვერასდროს ვერაფერს ვერ აღწევს სულ შიდა ჩემპიონატიდან მოსული მწვრთნელები უდგანან სათავეში.
ზურა
01:16 25-10-2020
1
ეე ცეცო.კარგი მწვრთნელი ხარ,მაგრამ ძალიან სუსტი ნერვები გაქვს და ძალიან ადვილია შენი წყობიდან გამოყვანა.ახალგაზრდული ნაკრები მშვენივრად თამაშობდა შენს ხელში,მაგრამ იმპულსურობის გამო დაკარგე სამსახური.ახლაც,სად გარბიხარ ადამიანო,რის გეშინია,იმუშავე,დიდ გამოცდილებას მიიღებ უკრაინის ლიგაში,მარა არ შეგიძლია საქმის ბოლომდე მიყვანა,ასე ვერ შედგება შენი კარიერა.არადა ნიჭიერი მწვრთნელი ხარ,ძალიან ნიჭიერი.მაგრამ ხასიათი გამოისწორე...
master
00:57 25-10-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული