"კანკავა "სლოვანის" დონეს აღემატება" - ვაისისა და ქართველების ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე, რომელშიც გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდი ირლანდიის ჩემპიონ "შემროკს" დაუპირისპირდება, უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში ვახტანგ ჭანტურიშვილის ჩეხურ "ზლინს" დაუზავდა - 1:1.

"სლოვანის" ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანი 73-ე წუთზე დატოვა, ხოლო კაშიამ - 81-ზე. ჭანტურიშვილმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

მატჩის შემდეგ, "სლოვანის" ფანები ჯაბა კანკავათი აღფრთოვანებას კვლავ ვერ მალავდნენ. ბრატისლავური კლუბის ფეისბუქ გვერდზე თამაშის შესახებ გამოთქმული აზრებიდან ყველაზე მეტი მოწონება ამ კომენტარს ჰქონდა:

"ჩემთვის კანკავა
ტოპ მოთამაშეა და გულწრფელად რომ ვთქვათ, "სლოვანის" დონეს აღემატება. ნამდვილი მებრძოლია და ბრწყინვალე გამოცდილება აქვს."

ქართველი ლეგიონერების კლუბში ჩარიცხვის შემდეგ "სლოვანი" არცერთ ამხანაგურ შეხვედრაში არ დამარცხებულა. "შემროკთან" პირველი დაპირისპირება 7 ივლისს, სლოვაკეთში გაიმართება. საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობას ვლადიმირ ვაისი-უმცროსიც მიიღებს.

altკანკავამ გაიტანა, ვაისის გუნდმა ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

alt"ნამდვილად 35 წლისაა?" - "სლოვანის" ფანები კანკავათი და კაშიათი აღფრთოვანებული არიან

alt"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა, ვაისი კაშიასა და კანკავას აქებს

altკაშიასა და კანკავას მიმართ მოკლევადიანი გეგმები გვაქვს - "სლოვანის" გენდირექტორი



მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰა ეს?
1
რომ აღემატებოდეს ითამაშებდა ტოპ კლუბში
სანო
15:57 01-07-2021
59

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული