ქართველი ფორვარდი გიორგი მელქაძე კარიერას "სოჭიში" გააგრძელებს - თავდამსხმელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა.
შემტევი შავიზღვისპირელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა - გიორგიმ მოსკოვის "სპარტაკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.
"სოჭიში" ფეხბურთელის საბაზისო ხელფასი წელიწადში 200 000 ევრო იქნება.
24 წლის თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონი "ტამბოვისა" და გროზნოს "ახმატის" რიგებში გაატარა. ამ ორი წლის მანძილზე მელქაძემ რუსეთის პრემიერლიგაში 10 გოლი გაიტანა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით