ქართველი ფორვარდი კარიერას რუსეთის ლიგის მესამეადგილოსანში განაგრძობს - ხელფასიც ცნობილია

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი გიორგი მელქაძე კარიერას "სოჭიში" გააგრძელებს - თავდამსხმელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა.

შემტევი შავიზღვისპირელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა - გიორგიმ მოსკოვის "სპარტაკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.

"სოჭიში" ფეხბურთელის საბაზისო ხელფასი წელიწადში 200 000 ევრო იქნება.

24 წლის თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონი "ტამბოვისა" და გროზნოს "ახმატის" რიგებში გაატარა. ამ ორი წლის მანძილზე მელქაძემ რუსეთის პრემიერლიგაში 10 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ადამიანი რუსეთში დაიბადა იქ გაიზარდა იქაური მოქალაქეა, მშობლიური ენა რუსულია, საქართველოსთან არაფერი აკავშირებს, გვარი შერჩა საიდანღაც მხოლოდ და სადაური ქართველია? ჩემი მეგობარი საშა რუსული გვარით, რომელიც თბილისში დაიბადა, გაიზარდა ,მშობლიური ენა ქართულია, რუსულს ქართული აქცენტით ლაპარაკობს და ძალიან კარგადაც არც იცის, მაგაზე მილიონჯერ მეტი ქართველია. კარგით რა ბოლო ბოლო რას გვატენით ამ ხალხს ქართველებად?
ან
21:12 25-01-2022
10
ეთნიკურობა და მოქალაქეობა ვერ განგისხვავებიათ, რაზე უნდა გელაპარაკოთ. რაც პირველი სამი შტოა ძალაუფლების, ის მეოთხეა.
დიდუბელი
19:54 25-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული