"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, დათა ხოჭოლავას მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, არადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა. აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზედაც პასუხი ფეხბურთელმა გასცა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების. სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.

არის მომენტები, რომლებიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. "ვიბორგთან" მატჩის მეორე დღეს კორონავირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა. "კოპენჰაგენმა" გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი,
გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა".

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 36 /
ყველაზე უგულო ფეღბურთელი ხარ საქართველოს ნაკრებში უკრაინას გადაგვაყოლეე...მე სანიოლის ადგილზე ნაკრებს არ გაგაკარებდი შენაირები არ გვჭირდება ნაკრებში!!!!!
sjsixjs
31 მარტი 2023 16:37
16
ლორიადან დაწყებული კაშიადან დამთავრებულები რაც შეუძლიათ გაუკეთეს საქართველოს მაგარი ხალხი ხართ გენაცვალეთ არ დავიწყებ ჩამოთვლას ოქრიაშვილიც გული და სულიაა ნაკრებისთვის მინდა დაგვიბრუნდეს ოქრი გვჭირდები მაგრად!!!! პროსტა ამმ ხოჭოლავას მეც ვერ დავუმუღამე ეს პირველი შემთხვევა არაა კარგად გაიხსენეთ მერამდენედ ხდება ესეთი შემთხვევაა!!
ხოსსოჯა
31 მარტი 2023 23:32
1
Eh data data :((((
L.J .
31 მარტი 2023 16:36
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული