"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-თან ინტერვიუ ჩაწერეს და სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს.

"ვიმეორებ, ხვიჩა "ნაპოლიში" ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია; ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის "ნაპოლიში" თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს.

ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც
თბილისში.

მინდა "ნაპოლის" ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს. ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს. ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ "ნაპოლისა" და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.

საქართველოში "რეალს" ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა "პარტენოპეის" უგულშემატკივრებს.

რუდი გარსიამ მუშაობა ახლახან დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

altკვარაცხელია: მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობ და 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

alt"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზოგი გაგებაში არ არის
ფეხბურთის
თენგო
15:57 15-09-2023
1
ჩვენო საყვარელო ხვიჩა, წადი ტაძარში და შეალოცვინე შვილო, დამიჯერე, ვიღაც ნაგავის თვალი გეცა და გამოლოცვის შემდეგ ისევ ძველებურად ლაღად გააგრძელებ თამაშს, დარწმუნებული ვარ, კეთილშობილი ბიჭი ხარ,ბავშვური და ამიტომ, აბა შენ იცი, გლოცავთ.. გამარჯვების გზით გევლოს!. ამინ!. ამინ!.ამინ!.
ტივანა
17:07 11-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული