ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად დატოვა და პარიზში გაემგზავრა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს.
ვიდეოს CalcioNapoli24 აქვეყნებს და წერს, რომ კვარაცხელიას ფიფას მე-17 პუნქტით ისე შეეძლო წასულიყო, რომ კლუბი ცენტსაც ვერ მიიღებდა.
ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი „გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.
ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ „კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა, ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.
„პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს „რეიმსთან“ ითამაშებს.

"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა