რა მოლოდონი გვაქვს ხვიჩასგან და რა უშლის ხელს მის გამოვლენას?!

AutoSharing Option
ის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟმა მორიგი მატჩი მოიგო და წაუგებელი სერია გაზარდა, ამ კლუბის იქაური თუ საქართველოში შეძენილი გულშემატკივრებისთვის მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელია და განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. რატომ? - პარიზელებისთვის იმიტომ, ეს საქმე ცოტა მოწყენილიც კი აქვთ და მთავარი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაზე აქვთ. რაც შეეხება ჩვენებურების ლოგიკას, დიდი ნაწილი ფეხბურთის ეშხში "კვარამ" შეიყვანა და მათი მთელი ინტერესი ქართველი ფეხბურთელის დასამახსოვრებელ ეპიზოდებს უტრიალებს.

რა არის პსჟის თავკაცის, ლუის ენრიკეს ლოგიკა? მას გათავისებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" ან "ლივერპულთან" შეხვედრა ამ
გადასახედიდან მისთვის ყველაზე ღირებულია და მიზანიც ისაა, ამ დაპირისპირებამდე გუნდი ისე მივიდეს, ტრავმირებულები თავიდან აიცილოს, ასევე ყველა მეტ-ნაკლებად ტონუსში ჰყავდეს. არავინ იცის, ვინ როდის გახდება საჭირო. არსებობს წმინდა ტაქტიკური ამბებიც. მართალია, დონე სხვადასხვაა, თუმცა პარიზელებმა უნდა ისწავლონ წარსულიდან და პლეი-ოფებში მხოლოდ რომანტიკული თამაშის იმედად არ უნდა დარჩნენ. მნიშვნელოვანია ინიციატივის კონტროლიც, "თამაშის მოკვლაც" თუ დაცვითი უნარების გაუმჯობესებაც.

რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, როცა დრიბლინგებით ასე "შემოჭრილი" კვარაცხელია გუნდურ თამაშზე ორიენტირებული ხდება, ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე დაჰყავს და ტემპს აგდებს, მაგრამ ისიც როგორ წარმოგვიდგენია, თამაშის დასკვნით ნაწილში მწვრთნელისგან (ენრიკე ღიად კი ამბობს, შედეგი მთავარი არააო, მაგრამ) განსხვავებული დავალებები მხოლოდ ხვიჩას მიეღო?! შესაძლოა, ვინმეს ისე მოეჩვენოს, კონკრეტული ფეხბურთელის გამო მთელი თამამედროვე ფეხბურთის ლოგიკას ვიწუნებთ, მაგრამ ეს საქმე პრაგმატიზმით ძალიან გაჯერებული რომ არის, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.

რა არის კვარაცხელიას თამაშის ლოგიკა? - ერთხელაც აღვნიშნავთ, როცა გუნდში როტაცია ხშირია, ახლადმისული ფეხბურთელისთვის კიდევ უფრო რთულია, კონკრეტული კომბინაციები დახაზოს. მაგალითად, ორჯერ ვნახეთ, "კვარამ" რაღაც საინტერესო რომ ჩაიფიქრა, თანაგუნდელებმა კი ერთმანეთს ვერ გაუგეს. საგულისხმოა, რომ ლუის ენრიკე ქართველისთვის ჯერ იდეალური პოზიციის ძიებაშია. საქართველოს ნაკრების შესახებაც დაგვიწერია, თუ ხვიჩა ფორვარდია, ეს ნიშნავს, ის ბურთით უფრო იშვიათად იქნება. "ტულუზასთანაც" ვნახეთ, როგორ ცდილობდა ზონების გათავისუფლებას, საჯარიმოდან ამოდიოდა, პასებიც შეასრულა, ლამაზი თამაშიც შემოგვთავაზა, ოღონდ, "ცხრიანობას" თავისი სპეციფიკა აქვს, თანაც მას ჯერჯერობით "მკვლელი ინსტიქტები" არ ახასიათებს, ყველა შანსის გოლად ქცევად რომ ველოდოთ.

ხვიჩა, პირველ რიგში, "ატალანტასთან" ამ გოლთან ასოცირდება...

Sportall.Ge

რადგანაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, მაინც იმედი გვაქვს, ხვიჩა მას არავის გაუცრუებს და აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ მის თვალწარმტაც დრიბლინგებს კიდევ ვნახავთ. სტაბილურობაც, რაც ასე მნიშვნელოვანია, სახეზე გვექნება. ყველაფერი ეს კვარაცხელიასაც სჭირდება, ქართველ გულშემატკივრებსაც და თანამედროვე ფეხბურთსაც (ე.წ. გრილიშიზაციაზეც დაგვიწერია; ლივერპულის ბოლო მატჩის მეორე ტაიმიც პრაგმატიზმის ნიმუში იყო).

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი მართლაც მნიშვნელოვანია. მანამდე "ბრესტთან" განმეორებითი პლეი-ოფიცაა, "ლიონთან" პრინციპული ჯახიც და თასზე მოყვარულ გუნდთან მატჩიც. მარტში პსჟ-ს საკმაოდ ძლიერი მოწინააღნდეგეები ჰყავს, მათ შორის უშუალო კონკურენტი "მარსელი". ასე რომ, მომდევნო ერთი თვე ბევრ რამეს გვეტყვის!..

altკვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ტულუზას" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
კარგი სტატიაა!
ხვიჩა უკვე დალაგებულ გუნდში გადავიდა,გაგანია სეზონში და შეუძლებელია, მის გამო გუნდმა თამაში შეცვალოს.ხვიჩა უნდა შეეჩვიოს პსჟ-ს დღევანდელ თამაშს.სხვა გზა არ არის.თამაშის შეცვლა და ხვიჩას სრული ჩართვა,ზაფხულში,წინასასეზონო მზადების პროცესში მოხდება.ლუის ენრიკეს მიზანი,ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაა და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ საამისო შემადგენლობის შეკრებას,დღეს კი,მცირე ცვლილებებით ცდილობს, ხვიჩას დღევანდელ სათამაშო მოდელში წარმატებით ჩართვას.ჩემპიონები რომ გახდებიან,საეჭვო არ არის,აი ლიგაზე კი,ბრესტს რომ გაივლიან,მერე ბარსელონა,ან ლივერპული ხვდებათ და მათი გავლა,ძალიან ძნელ ამოცანად მოჩანს.პრინციპში ნებისმიერი სხვა კლუბისათვისაც ძალიან ძნელი ამოცანა იქნებოდა და არის,ამ გუნდების ძლევა.ასე რომ მანდ საკვირველი და ნიშნის მოსაგები არაფერია!ასეა თუ ისე,ხვიჩას მისვლით,პსჟ ნამდვილად არ დასუსტებულა და მომდევნო წრეში გასვლი შანსები არ შემცირებია.პსჟ,ნაპოლიზე ძლიერი გუნდია და არც ეგ უნდა იყოს საეჭვო,ხვიჩას ნაპოლიში უკვე უჭირდა თავისი პოტენციალის გამომჟღავნება,რადგან კონტეს ფეხბურთი,მისი ფეხბურთი არ იყო,პსჟში კი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ,ლიგაზეც ყოველ წელს გავა,ჩემპიონიც გახდება და შემოსავალიც რამდენჯერმე გაეზარდა.ხვიჩასათვის ყოველნაირად წინსვლაა პსჟ-ში გადასვლა და როცა ზოგიერთები წერდნენ,ხვიჩა შეისწავლეს,თამაში უნდა შეცვალოსო,აგერ,კი ვხედავთ,რომ ენრიკე სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებს და რა თქმა უნდა თამაშსაც შეიცვლის.ბოლოს რა გამოვა,ზუსტად არავინ ვიცით,მაგრამ რაღაცა რომ გამოვა და რაღაცა უკვე გამოსულია,ეს ხომ ყველამ ვიცით?!უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა იტალიაში და მათგან ერთეულები გახდნენ,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელები,საქართველოს ნაკრებშიც უკვე ერთერთი საუკეთესო ბომბარდირია და სწორედ მისი ლიდერობით გავიდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე,თავის ისტორიაში პირველად.ხვიჩა კვარაცხელია უკვე ფეხბურთის ისტორიაშია შესული და დღესვე რომ გააგდოთ ფეხბურთიდან,იმ ისტორიაში მაინც დარჩება.ასე რომ ნერვები დაიწყნარეთ,ვისაც მისი გუნდის ყურებას "სვარკის" ყურება ურჩევნია,ჩართოს ის "სვარკა"და მთელი დღე თვალის მოუშორებლად იმას უყუროს,ჩვენ კი თავი დაგვანებოს და დაგვაცადოს,ნამდვილი ფეხბურთით ტკბობა.
სოსო
19:02 16-02-2025
3
არვიცი აკლიმატიზაცია თავისთავად მნიშვნელოვანია,თუმცა თვითონ ხვიჩაც არ გავს თავის თავს. კაცთან მიდის ჩერდება და უკან აკეთებს პასს, ამ დროს დურე, ბარკოლა და დემბელე დაგეშილები არიან დრიბლინგებზე. უნდა მოუმატოს თორემ სამწუხაროდ სკამზე დაჯდომაც არ არის გამორიცხული
ქართცელი
15:05 16-02-2025
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული