ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ბეითარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და 62-ე წუთზე ვერედიმ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ჰამზიჩის კარის ცხრიანში გაიტანა. ფრუიძემ უმალ შეცვლები განახორციელა და მოედანზე შესვლისთანავე კაკუბავამ შორიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან დალაშქრა ნიტცანის კარი. 82-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი კაჰილას მოხვდა ხელზე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

ყოჩაღ "ჩიხურას" და მის მწვრთნელს სოსო ფრუიძეს!




altშალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, ჯერი "მარიბორზეა"


იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (73). 1:2 (გაბედავა 83, პენ)

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი (ბერიჰონი 78), კაჰილა, პელეგი (ვარენე 58), ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი (კაკუბავა 71), ლექვთაძე (სარდალიშვილი 59), მარკოზაშვილი, ბუღრიძე (კახაბრიშვილი 72), გაბედავა

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 10 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ჩიხურას რომ შეგვინარჩუნა განწყობა რომ საერთოდ არ დავანებოთ ქართული ფეხბურთის ყურებას თავი.პირადად მე დინამოს თამაშის მერე გამიქრა სურვილი ვუყურო ქართულ ფეხბურთს.თუმცა ყოჩაღ ფრუიძეს! ამ კაცმა მოიგო თამაში შეუშვა კაკუბავა და რამდენიმე წუთში გოლიც გაიტანა.მადლობა საჩხერეს და ფრუიძეს.ცოტა ხასიათზე მოვედი.
დდდ
19 ივლისი 2018 23:46
0
კარგია წარმატებები მაგრამ 3-4 ფეხბურთელი რომ დაემატებინათ ძაან კარგი გუნდი იქნებოდა
ნიკა
19 ივლისი 2018 23:45
1
თქვენს მონდომებას გაუმარჯოს,ბიჭებო,გილოცავთ და კიდევ ბევრი მომელოცოს! დინამო ტორპედო სამტრედია ფეხბურთს შეეშვით და მუჭურს მიაწექით,ეგ გამოგივათ უკეთესად... მერამდენედ უნდა წააგო,თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს??? არ გამოგდის ეგ ფეხბურთი ალბათ და ხო უნდა მიხვდე?მაგრამ არ გამოსვლაზე კი არაა,უბრალოდ ტიპებმა რაღაც ორი კაპიკი ნახეს,დაითრიეს ბეემვეები და ყრუ,დახამებული ქალები და პონტში არიან,მეტი არ აინტერესებთ არაფერი... გინებაც კი არ მინდა,ისეთი მიწასთან გასწორებულის იმიჯი გაქვთ...
ერეკლე
19 ივლისი 2018 23:44
1
ვულოცავ საჩხერლებს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას, აი გამოცდილება სად არის საჭირო და მწვრთნელის ჭკუა.. მაგარი შეასრულა კაკუბავამ და მთლიანობაში კარგ დონეზე ჩაატარა თამაში ჩიხურამ!! როგორც იქნა ერთი ქართულმა კლუბმა გაიარა ერთი ეტაპი!!
zaza
19 ივლისი 2018 23:44
0
ყოჩაღ!!! ნამდვილად. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს.
tarieli
19 ივლისი 2018 23:43
0
ყოჩაღ ჩიხურა კაია

ნნნ
19 ივლისი 2018 23:43
0
საოცარია მაგრამ ბოლო წლებში ქართული კლუბების სრული ფიასკოს ფონზე ჩიხურა ერთადერთი ნათელი წერტილია. შარშან ავსტრიის კლუბთან ბოლომდე იბრძოლა, წელს კი ისრაელის კლუბი გამოთიშა ევროპის ლიგას. ყოჩაღ!!!!
Simon Gabritchidze
19 ივლისი 2018 23:41
0
თურქებს რო მოუგო რატო დაგავიწყდა. მგონი ბურსა იყო
koba
20 ივლისი 2018 00:48
0
ბრავო ჩიხურა,ბრავო ფრუიძე !!!ეს გუნდი სტუმრად ჯერ არ დამარცხებულა,ვისაც არ გჯერათ გადაამოწმეთ.ჯიგრები ხართ,შარშანაც სწორედ ჩიხურამ მოწმინდა ჩირქი ქართულ ფეხბურთს.ბრავო...
ფანი
19 ივლისი 2018 23:41
0
ბრავო ჩიხურა ბრავო საჩხერე!!!!!!! ერთადერთი გუნდი რომელიც არც შარშან შერცხვა და წელს ხო საოცრება გააკეთა ბრავო ფრუიძეს. აუცილებლად მოვალ თქვენს თამაშზე ბიჭებო!!!! ჩემი მხარდაჭერა თქვენნნ!!!! გენაცვალეთ!!!
გიორგი
19 ივლისი 2018 23:39
0
ბრავო ბიძო
123
20 ივლისი 2018 09:14
4
თავიდან ვიძახდი მარტო ჩიხურა გადალახავს პირველ ეტაპს თქო რო დამცინეს..შენ ფეხბურთი გიყურებიაოო?? აი ხალხო აი ვისაც არ ჯეროდა ჩიხურააააა საააღოოოლ ეს უკვე შედეგია ...არც არავინ უყიდია არაფერი მთავარია მონდომება ...მიყვარს ეს გუნდი
შიო
19 ივლისი 2018 23:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული