ნამდვილი სპორტული გმირობა ჩაიდინა "ჩიხურამ", სტუმრად "ბეითარს" 0:1-დან თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა, რასაც ვულოცავთ კიდეც.
თან, მეორე გოლი რომ გაიტანეს, უკან კი არ ჩადგნენ, ბურთი გააგორეს, იქით შეუტიეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
ეს გუნდი აშკარად მეტ მხარდაჭერას იმსახურებს და უნდა განსაკუთრებულად ვუგულშემატკივროთ - მარტო კომენტარებით კი არა. ჰოდა, ამის საშუალებაც მალე მოგვეცემა.
26 ივლისს გათამაშების შემდეგი ეტაპის პირველ
"მარიბორმა" ალბანეთის "პარტიზანი" ორჯერ დაამარცხა (2:0, 1:0).