საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელორუსი)
თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელორუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელორუსი)
ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის "დ" ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეუძლია.
შესარჩევი რაუნდის "დ" ჯგუფის სრული განრიგი:
30 იანვარი
დანია 17:30 ისრაელი
საქართველო 20:30 გერმანია
31 იანვარი
გერმანია 17:30 დანია
საქართველო 20:30 ისრაელი
2 თებერვალი
ისრაელი 17:30 გერმანია
დანია 20:30 საქართველო
საქართველოს ნაკრები ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადება დაიწყო
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით