თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
კომემტატორებს სჯერათ, რომ დინამომ მაგრად ითამაშა. საიდან მოიყვანეს ეს ორი ახალგაზრდა, ჭურიდან ახალ ამოყვანილებს რომ ჰგვანან.
სიმართლე.
23 აგვისტო 2020 00:51
1
სამარცხვინოა დინამო თბილისის ასეთი თამაში მაგრამ რას ვიზამთ როცა გუნდში კახაბერ ჩხეტიანი და მის მიერ მოყვანილი რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელია რომელიც სათადარიგო სკამს უნდა იმსახურებდეს მაგრამ ისინი ძირითადში არიან. გიორგი კუცია სათადარიგო სკამზე იჯდეს ეს ჩხეტიანის შეცდომაა ასევე 2018წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დასმა ეროვნული ლიგისთვის მიუღებელია.ბრავო ჩხეტიანი ასე გააგრძელე და დაახლოებით ორ თამაშში სახლში გაგიშვებენ
ბონდია
20 აგვისტო 2020 18:43
0
პროგრამის მიხედვით, ხალხის (ბიუჯეტის) თანხის ხარჯვის ძირითადი მიზანი ალბათ სპორტული შედეგების მიღწევაა !!! სად არის შედეგები?!
?!
20 აგვისტო 2020 16:37
0
ნეტა ბოლო 15 წუთი არ ერბინათ ეგრეთწოდებულ დინამოელებს. ვიფიქრებდი ან მოწამლულები არიან, ან რაღაც ახალი ვირუსი ჭირთ თქო. შეძლებიათ სირბილი! საწაული ის იყო, რომ ამ ბოლო წუთებში არ წაქცეულან, ქოშინი არ დაწყებიათ, ოფლიც კი არ გამოსვლიათ. ესე იგი რა დასკვნა გავაკეთოთ? ფიზიკურად მომზადებული არიან, მაგრამ ეზარებათ? რა იყო საწყისი 30 წუთი?! ფეხის გადადგმა არ უნდოდათ! არავითარი სურვილი მატჩის მოგების არ იგრძნობოდა. რა ვიფიქრო არ ვიცი. ყველაფერზე მაქვს ჩემი აზრი (შეიძლება ხშირად არასწორი), მაგრამ ამ მატჩის მაყურებელმა ვერაფრით ვერ გავიგე რა ხდება. ყველა კომენტარი წავიკითხე, ყველასი მესმის, ვეთანხმები, მაგრამ დავიჯერო მართლა ასე საშინლადაა ჩვენი საქმე? 1962 წლიდან დინამოს ვგულშემატკივრობ, მშურს ლივერპულის გულშემატკივრაბის იმიტომ რომ სულ გუნდის გვერდში არიან, ასე ვიყავი მეც. მაგრამ დღეს? დღეს რა ვიფიქრო არ ვიცი. რა, 58 წელიწადს მივაფურთხო ვიღაც "ლოჩოშვილების და ბუღაურების" გამო. ღმერთმა დამიფაროს ბელარუსთან და მერე, თუ წავაგეთ, გამოდის რომ საერთოდ აღარ ყოფილა ჩვენთან ფეხბურთი, საერთოდ უნდა აიკრძალოს სახელმწიფოს დონეზე. და ვერავითარი ბათუმი, საბურთალო და ლოკომოტივი ამ საქმეეს ვერ უშველის.
alexandre
20 აგვისტო 2020 13:30
0
მე ხომ ვთქვი ეს ასე იქნება მეთქი.
კარგით რა
20 აგვისტო 2020 10:44
0
USAMARTLOBA ARAA RAGBISHI CHEMPIONATI CHASHLIS PIRASAA USAXSROBIS GAMO DA ES UTAVMOYVAREOEBI AMXELA XELFASEBZE SXEDAN ASETI BAZA AUSHENES STADIONI IDEALURI DA ERIS SIRCXVILNI ARIAN TAMASHI SHEIZLEB WAAGI MAGRAM BRZOLASHI WAAGO GULI AGEREVA ADAMIAN KIDEV KARGI MALEVE DAIWYO BAIERNIS TAMASHI DA COTA GULI GADAVAYOLE
beqnuma
20 აგვისტო 2020 10:26
2
Ara ushavs dinamo gavarda magram, exla daiwyeben sxva chveni gundebi evropa ligaze tamashs da gadauvlian yvelas, vai chvens patrons
Soso
20 აგვისტო 2020 10:10
1
თუ ფიფია არ მოვაშორეთ როგორმე ფეხფურთს ბოლომდე ჩაიძირება ქართული ფეხბურთი, ყველა გზა უნდა ვცადოთ მაგის მოსაშორებლად
ქუთაისელი
20 აგვისტო 2020 15:35
0
მაგარი ყომარი იყო
გია
21 აგვისტო 2020 13:09
2
თავიდან ბოლომდე ჩემს კომენტარს რატომ არ დებთ!?! არ მოგწონთ თქვენს კოლეგას რომ ვკიცხავ!?! თუ რა გინდათ თქვენ!?!
Simartle
20 აგვისტო 2020 17:25
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული