უკვე უკეთ - "ლოკომოტივი" "კრასნოდართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურ შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივი" "კრასნოდართან" 2:3 დამარცხდა.

"კრასნოდარი" რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წამყვანი გუნდია, თუმცა ამ სეზონში სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობს, 19 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს" 11 ქულით ჩამორჩება. ვიდრე თბილისის "ლოკომოტივს" შეხვდებოდა, "კრასნოდარი" პირველი შემადგენლობით მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:4 დამარცხდა.

თბილისურ გუნდს "კრასნოდარი" ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდა და კამბოლოვისა და კუტოვოის გოლებით დაწინაურდა. შემდეგ სიხრულიძემ ანგარიში შეამცირა. 34-ე წუთზე სულეიმანოვმა საჯარიმოდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 1:3 წააგო.

მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი
ინიციატივას დაეუფლა. მის შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა დარცმელია და მისი პასით შონიამ ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში "ლოკო" ბევრს უტევდა, მაგრამ მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო.

მიუხედავად დამარცხებისა, "ლოკომოტივმა" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის პროგრესი აშკარაა, თუმცა ჯერ მის თამაშში წუნი შეინიშნება.

14 თებერვალს თბილისის "ლოკომოტივი" იმ მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს "კრასნოდარი" 4:0 გაანადგურა.

"ლოკომოტივი" (თბ) (სასტარტო): მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, კახაბრიშვილი, სამურკასოვი, თ. კირკიტაძე, სიხარულიძე

სათადარიგოები: თევდორაძე, მჭედლიშვილი, ქველაძე, ანდრონიკაშვილი, კაშია, იმრანი, იაკობიძე, გავაშელიშვილი, ბუიღლიშვილი, მუკბანიანი

მკითხველის კომენტარები / 14 /
დროზე მიხვდით ფიზიკაში რაღაც რო გაქვთ შესაცვლელი ან სპეციალისტი მიიწვიეთ და ძმაკაცებს დროებით უარი უთხარით და ბურთის ცოდნა და მოგება ამის მერე გამოჩდება ან საძმაკაცო დასაქმებული გყავდეთ და ბოლომდე დაღუპეთ ქართული ფეხბურტი
შოკირებული გულშემატკივარი
22:12 11-02-2021
0
კრასნოდარის დუბლევის დუბლევთან რომ წააგებ, რომლის ფეხბურთელები 19-20 წლისანი არიან და რუსეთის პრემიერ ლიგაში სულ რამდენიმეს აქვს ნათამაშები და ისიც რამდენიმე წუთით /არცერთს სასტარტოში,შეგიძლიათ გადაამოწმოთ/რა უკვე უკეთზეა საუბარი,მართლა დებილები ხომ არ გგონივართ? რომ გვაბოლებთ.
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული