"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" (1:2) შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანელი გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან და თავიანთი გუნდის თამაშის ხარისხი არ მოსწონთ.

კლუბის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საინტერესო კომენტარი გამოქვეყნდა:

"სად არიან ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელები? ასეთი მხოლოდ 3 მოთამაშეა. შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ აზერბაიჯანული ფეხბურთი  ვითარდება? მოდით, ვიფიქროთ მომავალზე!"

"მჯერა, რომ "ნეფთჩი" ბაქოში სულ სხვა თამაშს ჩაატარებს!"

"ყველას ვულოცავ. მაგრამ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. არ ვიცი, რატომ არ მოჰყავთ ახალი მოთამაშეები."

"ასეთი გუნდითა და თამაშით ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ევროტურნირებზე, არამედ ჩვენს ჩემპიონატშიც ვერ მივაღწევთ."

"მე "ნეფთჩი" მოედანზე ვერ ვნახე. ის ძალიან სუსტია. შეუძლებელია, ასეთი თამაშით შორს წავიდეთ!"

"ასეთი სამარცხვინო თამაშით მხოლოდ იღბალს უნდა ვენდოთ."

"აზერბაიჯანული ფეხბურთი განადგურებულია. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის"  თამაშით აჯობა. ჩვენ ფეხბურთი არ გვაქვს!"

"დინამომ" ითამაშა, "ნეფთჩიმ" მოიგო."

"ნეფთჩისა" და "დინამოს" განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება. შეგახსენებთ, უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა ევროტურნირების დაწყების წინ გააუქმა.

altცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია

alt"ნეფთჩის" მწვრთნელი: დაძაბულობა აქამდეც იყო და კიდევ უფრო გაიზრდება

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 22 /
ნეფთჩის საიტს და ფეისბუქს გადავხედე. ძალიან გამიკვირდა, როგორც გვჯობნიან ჩვენ, რომ არცერთი შეურაცხმყოფელი კომენტარი არ იყო დინამოსი ან რაიმე მსგავსი საქართველოსთან დაკავშირებით. პირიქით ძირითადად სულ დადებით კონტექსტში გვახსენებენ. ჩვენ საიტებს რომ გადახედო მუდმივად მოწინააღმდეგის გინებაში და დამცირებაში ვართ. აშკარად დამოკიდებულებიბში პრობლემა გვაქვს საზოგადოებას.
gia
08 ივლისი 2021 14:48
1
ბოდიშით დილაიქისთვის, ძალიან გვიჭირს ინტელექტში სამწუხაროდ
08 ივლისი 2021 18:30
0
სულაც არ ვაგინებ აზერებს,უბრალოდ ნუ იძახით იმას რომ ფვორიტია,როგორ კაცო შენ მწვრთნელობისა არა გესმოდეს,ფიფია კიდე გვერდზე გყავდეს და თქვენივე პათხალიმი კომენტატორებით-აბა ერთხელ თუ წამოცდებათ კრიტიკული სიტყვა არა არასდროს. ჰოდა თურმე აზერები ყოფილან ფავორიტები???? ადამიანის უღირსობა არ ითვლება დისკრიმინაციაში იქნებ ეს მაინც გამოაქვეყნოთ
სვანსკი
08 ივლისი 2021 15:21
7
ეს უკვე ჩვენი გამარჯვებაა! მიდით ბიჭებო, შეუტიეთ! აქეთ არა კაცო, იმათი კარისკენ შეუტიეთ!
ხავსს მოჭიდებული
08 ივლისი 2021 12:07
1
რამე, თუ გამაცინებდა, არ მეგონა. )))))
100%
08 ივლისი 2021 12:46
0
ვერ გეტყვით, რომ ფარერებს ოდესმე გაპატიებთ, მაგრამ ოღონდ ესენი გააგდეთ და ორი თვე ფიფიას აღარ გავლანძღავ გპირდებით :D
ლადო
08 ივლისი 2021 11:59
4
მე ორი კვირა არ გავლანძღავ მოსულა,ოღონდ ეს ფარჩაკები გააგდეთ
გულშემატკივარი
08 ივლისი 2021 16:21
2
რას მოვესწარით......?ესენიც კი ზემოდან გვიყურებენ,თუმცა რა,საფუძველი არა აქვთ?:))უბედურო საქართველო საით მივდივართ??????
toma
08 ივლისი 2021 13:35
0
დღეს აზერბეიჯანი რეგიონის ლიდერია, ეკონომიურად და ფინანსურად გაცილებით აღემატება საქართველოს. სწორმა დიპლომატიამ და გააზრებულმა სამეზობლო პოლიტიკამ, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა, მას ანგარიშს უწევენ როგორც NATO-ს წევრი ქვეყნები, ასევე მუსულმანური სამყაროს უძლიერესი სახელმწიფოები. არაა გასაკვირი რომ სპორტშიც დიდი ფული იდება და შედეგიც სახეზეა, ჩვენ რას ვშვებით რას? სად ვართ? საით მივდივართ?
ჯაბა
08 ივლისი 2021 17:55
4
რომელი შედეგია სახეზე მათი ნაკრები ერთა ლიგაშიც უსუსტესია ან რომელ სპორტში აქვთ დიდი მიღწევა, კალათბურთში? რაგბი? ძიუდოში აქვთ მეტი თუ რომელში? საქართველო 30 წელია უფსკრულისკენ მიექანება და მედროვეების ზეობაა ფიფიას თამადობით, მოიშალა მთელი სისტემა და ამის მიუხედავად მაინც უკეთესი შედეგი გვაქვს ასე რომ ნუ პროფესორობ, უცხოელებით გატენილი ყარაბაღი თუ გავიდა სადღაც დიქტატორული ფულებით იმას არ ნიშნავს რომ უკეთესი შედეგი აქვთ, რეალურად ერთი საშუალო ფეხბურთელიც არ ყავთ.
ნიკო
09 ივლისი 2021 03:59
6
ეხ პაიჭაძის მესხის მეტრეველის ყიფიანის და რომელი ერთი ჩამოვთვალო ქვეყანაში აზერები დღეს დაბალ დონეს გვეძახიან. დინამო წამოდგება ფეხზე მე ამის მჯერა.
ისიდორე
08 ივლისი 2021 12:21
9
სანამ ფიფია იქნება ვერ წამოდგება, ტიპს ფულის დახარჯვა არ უნდა, დარწმუნებული ვარ ბოლო 5 წელი არც დაუხარჯავს არაფერი ჯიბიდან. მხოლოდ ტრანსფერები უეფა და ფედერაცია რასაც ურიცხავს
nika
08 ივლისი 2021 14:03
2
საქართველოს დაბალი დონის გუნდმა რა დრო დადგა :( ფიფია უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადება ლიგაზე უნდა გავიდეთ ))
geogeo
08 ივლისი 2021 11:37
0
მწარე რეალობაა, აზერებისთვის დინამო დაბალი დონის გუნდია
Zura
08 ივლისი 2021 19:40
1
მოხდება ხოლმე არწივი ქათამზე დაბლა დავარდეს,მაგრამ ქათამი ჰაერში ვერასდროს გაინავარდებს.მოვა დარო და არწივი წამოდგება,ქათამი მაინც ქათმად დარჩება...
nodiko
08 ივლისი 2021 14:31
34
ზუსტად ასეთმა მატრაკვეცობამ გაგვხვია შარში 22 წლის წინ
ზურა
08 ივლისი 2021 16:04
2
დინამოა არწივი?
ნიკა
08 ივლისი 2021 16:14
1
რატომ გიკვირთ დაბალ დონეს რომ ახსენებენ ფარერებში სირცხვილი დაგავიწყდათ
დიმა
09 ივლისი 2021 09:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული