მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე, ქართველ გულშემატკივრებსა და ცსკა-სგან გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსულმა Sport24-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელ კონსტანტინე მარადიშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ის ნაწილია, სადაც 21 წლის ნახევარმცველი საქართველოს ირგვლივ საუბრობს:

"ძირითადად, ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ და თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. შვებულების დროს შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო. სეზონის განმავლობაში ამას საერთოდ არ ვაკეთებ...

დედა რუსია, მაგრამ შეუძლია ქართული კერძები მოამზადოს. ძალიან მიყვარს ჩახოხბილი...

ბევრი თავისუფალი დრო ისედაც არ მაქვს, ამას პანდემიაც დაერთო და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში შევძლებ.
ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო.
რთულია, ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს...

Sportall.Ge

რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო - მწერენ, რომ სურთ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და მეპატიჟებიან... 

"ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ქართულის სწავლა უკეთ დავიწყე. მოსკოვის რესტორანში სახალისო ამბავი გადამხდა - ვიგრძენი, რომ ერთი გოგონა მიყურებდა და შემდეგ დამიძახა. ინტონაციის დონეზე ერთმანეთის ქართულის გვესმოდა...

2020 წლის ზამთარში ცსკა-მ ჩემი წაყვანა ძირითად გუნდთან ერთად არ ისურვა და ამით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დეპრესია დამეწყო. სერგეი ოვჩინიკოვი პირველივე დღიდან მეხმარებოდა და "ლოკომოტივში" დამკვიდრებაში ხელი შემიწყო."

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მარადიშვილი "ლოკომოტივს" კარგად მოერგო და უკვე 2 გოლის ავტორია, როცა ცსკა-ში ეს მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. "ლოკომოტივი" სეზონს 27 თებერვალს, "კრასნოდართან" სტუმრობით განაახლებს.

altიაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...

altცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?

მკითხველის კომენტარები / 21 /
მამა როცა ქართველია და დედა უცხოელი, შვილმა ქართული არ იცისო.
პირიქით როცაა, დედა ქართველი და მამა უცხოელი, მაშინ ხომ იზრდება ბავშვი დედასთან, რატომ არ იციან ქართული?!
სუფთა ქართული მენტალიტეტია, ჩვენი ჭირსაც წაუღია, სხვებს უნდა შევეტენოთ.მამას ხომ არ აწყენინებენ, იმ იმ უცხო ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ხომ უნდა ასიამოვნონ და განაცვიფრონ-აგერ ბატონო, მე დედა ვარ და ქართულად კი არ ვზრდი, არამედ თქვენს ყაიდაზეო!
ორივე შემთხვევაში, ქართველი დედის ან მამის შვილი, უცხოეთში არაქართველად იზრდება და ყალიბდება!
იაკობი
11:00 17-01-2022
0
ვისაც არ უნდა ნუ უნდა,შეეშვით რა რას ეხვეწებით?!
ვასო
13:06 11-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული