გაგვასწრო ესტონეთმა, მალტამ და ფარერებმა - საქართველომ უეფას განახლებულ რეიტინგში საშინელი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი
სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
თუ ასე გაგრზელეს ხველა დაგვეცევა მომავალ ცელს,ამიტომ უნდა გაზლიერდეს გუნდები,მაგრამ ცვრები არ არის ჯერ,არ ესმიტ ამატ ლეგიონერებიტ უნდა გაცლიერდნენ ისეც ნორმალური ფეხბურტელებიტ უვარგისები აკაც არიან,აფრიკა ბრაზილის ბაზარზე უნდა გავიდნენ ცან კაი იგროკების მოციება სეილება,სომხები,აზერები ტუ ეზებენ კარტველებს არ სეუცლიატ მაგრამ ამატ კიდიატ ფროსტო სირცხვილია ხველამ როგორ უნდა გვაჯობოს.
К.К.
12 აგვისტო 2022 16:27
4
საკლუბო ფეხბურთს რამე რომ ეშველოს ჩემი აზრით რამოდენიმე ქვეყანამ უნდა ჩაატაროს გაერთიანებული ჩემპიონატი, საქართველომ ჯობია ამ ჩემპიონატში ერთი ან ორი გუნდით გავიდეს (ფინანსური შესაძლებლობები მეტის საშუალებას არ იძლევა). დაახლოებით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რომ იყო. მაშინ მოვძლიერდებით და ნაკრებსაც დიდ სამსახურს გავუწევთ. საერთაშორისო დონეზე საქართველოს კლუბებს ჯერ-ჯერობით არაფერი არ ესაქმებად. ვართ ასე 32 წელიწადია და ვტკეპნით ერთ ადგილს თან უკან-უკან მივდივართ.
გია
12 აგვისტო 2022 16:06
15
რატომ უნდა ჩავატაროთ რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივი ჩემპიონატი და რა შედეგი ექნება მაგას? ჯერ ერთი, ჩვენი გუნდები იქაც ბოლო პოზიციებს დაიკავებენ დღევანდელი ხარისხით და მეორე, ეგ არ იქნება ეროვნული ჩემპიონატი. თუ გვინდა სახელმწიფო და წარმატება, უნდა შევძლოთ, ვიმუშაოთ სწორად და ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენი ფეხბურთიც და წარმატებული სახელმწიფოც. თუ დღეს შედეგი არ გვაქვს ესე იგი რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. 30 წელია ვერ მივაგენით პრობლემას და ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვერც სახელმწიფოს მილიონებმა უშველა საქმეს. პრობლემა უნდა მოაგვარონ მაღალი დონის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩვენ არ გვყავს ფეხბურთში. ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში.
კრიშტიანო
12 აგვისტო 2022 21:03
1
კლუბებში მომუშავე ხალხია აქ პასუხისმგებელი და ფედერაცია აქ არაფერ შუაშია რადგან ფედერაცია არ მართავს კლუბებს, ზოგზოგიერთებმა ტვინი გაანძრიეთ სანამ რამეს დაწერთ,ფედერაციამ ბევრი კარგი საქმეები გააკეთა დამნახავი ამას დაინახავს.
qomagi
13 აგვისტო 2022 20:40
6
ცოტა, სულ ცოტა დაიცადეთ!!!
თენგო
13 აგვისტო 2022 09:27
0
ზოგი იმას გაიძახოდა, ბათუმის დინამომ, კარგად ითამაშა, ანგრევდა ქვეყნიერებასო. რომ ვაკომენტარებდი, ბევრს არ მოსწონდა. არადა ფაქტია, ბათუმიც და თბილისიც, თავის ნაყარ ნუყარ გუნდებით, არის ნული. მენეჯერები არ უვარგათ ფედერაციაში
მორიელი
13 აგვისტო 2022 20:15
2
იბერია მაგარია აი სიმართლის კაცი.
IBERIAS
12 აგვისტო 2022 19:15
0
საიდან ღებულობთ ამ მონაცემებს, აგერ საიტი, მოძებნაც არ იციან https://www.footballseeding.com/uefa/country-ranking/2022-23/
zviadi
12 აგვისტო 2022 16:12
9
საქართველოში ფეხბურთის მმართველი ორგანო არის ფეხბურთის ფედერაცია! რაც შეეხება სტადიონებს და ბაზებს ამას აშენებს სახელწიფო და არაა ფედერაციაა ფედერაცია ამასთან არაფერ შუაშია.
რას აკეთებს ფედერაცია მათი მუშაობის დროს რა შედეგი დაიდო თუნდაც საკლუბო ან სანაკრებო დონეზე ოქრის შანსი მივიღეთ და გავანიავეთ მაკედონიასთან და საკლუბო დონეზე შევცვალეთ კალენდარი შევამცირეთ გუნდების რაოდენობა და იმაზე უარესი შედეგი გვაქვს ვიდრე ადრე გვქონდა მე ბევრად მირჩევნია 18 გუნდიანი ჩემპიონატი და ჩვეულებრივი კალენდარი იმას რაც არის დღეს ვერც ინვესტიციები ვერ მოიზიდეს ქართულ ფეხბურთში ვერც პოპულარიზაცია გააკეთეს ქართული ფეხბურთის შექმენეს რაღაც გაუგებარი ფონდი რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა და ახლა ნაკრების თამაშს არიან ამოფარებულები ნაკრების თამაში და ნაკრების წარმატება არის ერთი კაცის დამსახურება ხვიჩა კვარაცხელია. რომ არაა კვარაა ამ ჯგუფში სად ვიქნებოდით და რომელ ადგილზე ეგ თავადგანსაჯეთ რას თამაშობს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე.
არაკომპედენტური არაპროფესიონალები ერთგვარი საძმო მოაჯდა ფედერაციას ყველა ჩამოწერილი ყოფილი ფეხბურთელი ყველა უსაქმური შეყარეს იქ და ახლა და უხდიან ჩვენს ფულს არაფრის კეთებაში.
ზურა
14 აგვისტო 2022 16:10
1
ბატონო ზურაბ, ერთი პატიოსნად გვითხარით, სტადიონზე დაბრძანდებით ?
ქიტესა
12 აგვისტო 2022 16:51
12
და რატო უნდა დაბრხანდებოდეს ვინმე ეროვნული ჩემპიონატის სტადიონზე?
თქვენ სვარკის საყურებლად დაბრძანდებით მშენებლობებზე?
Superman
12 აგვისტო 2022 17:24
3
ამ ქვეყანაში რაც ხდება შეიძლება ყველაფერში რაღაც ჩემი დანაშაულიც დავინახო, მაგრამ ფეხბურთთან მართლა სუფთა ვარ:))) რა შუაშია სტადიონზე სიარული?! ანუ ხალხმა უნდა დაიწყოს სიარული და მერე დაიწყებენ ესენი კარგად თამაშს?! ე ბიჭო კვარაცხელიამ რამდენიმე თვე გაატარა აქ და გადაივსო სტადიონები, ანუ ხალხს არ ეზარება სიარული, ჩვენ ფეხბურთელებს ეზარებათ სირბილი და ყველაფერი მაგის ბრალია. ფედარაცია მარტო ეროვნულ ნაკრებზე აგებს პასუხს? ეროვნული ლიგის დონის ამაღლება ვის ეხება, მარტო კლუბების პასუხისმგებლობაა?
ქიტესას
12 აგვისტო 2022 23:12
3
რას ბჯუტურებთ ზოგ ზოგიერთები.რა ფედერაცია ავარჯიშებს გუნდებს ცოტა აზრზე მოდით ეს ყველაფერი გუნდების ბრალია და კიდევ მწვრთნელების და ფეგბურთელების კლასი არ გააჩნიათ და რა უნდა გააკეთო
დავით
13 აგვისტო 2022 18:57
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული