წლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

AutoSharing Option
ჯერ კიდევ მიმდინარე წელმა ბევრი დადებითი ემოცია დაგვიტოვა. იმედია, 2024-ში უფრო მეტი სასიხარულო ამბავი გვექნება, მათ შორის - საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა...

ფანტასტიკური ჟანრის ფილმებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში მფრინავ ავტომობილებს ხშირად ვხვდებით. ადამიანის ევოლუციური განვითარების მთავარი მიზანი ისაა, დაეუფლოს უფრო მეტს და მისწვდეს მიუწვდომელს. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და ძირს დანარცხების ქვეცნობიერ შიშსაც უნდა სძლიო. გარეთ ბეილი ამბობდა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა, მადრიდის "რეალი" მისი ოცნების გუნდი იყო და როგორც კი საშუალება მიეცა, მათი წევრი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიასაც თავისი
ოცნებები და მათი მიღწევისათვის საჭირო გზების მარშრუტი გააჩნია. ამ ლაბირინთებში პირველი კვანძი გახსნილია, ქართველი ფეხბურთელი უკვე ელიტის წევრია და თუკი ყველაფერი შესაბამისობაში გაგრძელდება, შორს არც კონკრეტულ ნომინაციაში მაღალი ადგილია და არც მისი სტაბილურობა. მართალია, აქ სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა გეგმაში თავად "ოქროს ბურთიც" იყოს, "კვარასგან" ვერაფერს გამოვრიცხავთ!..

Sportall.Ge

სულ იმაზე დამუნათება, რომ 1981 წლის გამარჯვებით ვხარობთ და მას თითქოს ვერაფერს ვძენდით, სამართლიანიც იყო და თანაც, ნაკლებად ობიექტურიც. ნებისმიერი მიღწევა მაინც წარსულის ფესვების ახალი სიცოცხლის მიცემასა და მის შესრუტვაშია. აქ ჯილდოზე ნიმინირებულები ქართველები ადრეც ვიყავით. სიხარულს ისიც აძლიერებს, რამდენიმე წლის წინ მსგავსს ვერაფრით რომ ვერ ვიფიქრებდით. ამიტომ, ოცნებები ხდება, უკვე სხვა მასშტაბებზე ვართ და ამისთვის მადლობა, ხვიჩა!

უფრო მეტი ვახსენეთ და კვარაცხელიას მასთან მიახლოება მხოლოდ და მუდამ ფეხბურთზე ფიქრით შეუძლია, რას მისთვის ორგანულია. იქნება უფრო მეტი და არავინ იცის, ვინ უფრო გახარებული იქნება - ხვიჩა, გულშემატკივრები თუ ჩვენი ფეხბურთის წარსული. ამით ახალი ერა დაიწყება. უმტკივნეულო გზა მხოლოდ ოცნებაა, ის კი, რასაც ამისკენ თითოეული გადის, მათ შორის, უკვე 8-გზის ნომინანტი ლეო მესი, წარმოუდგენლად რთულ მომზადებას მოითხოვს. ბავშვობაში ნათქვამი სიტყვები შეიძლება ადამიანის მამოძრავებელი ძალა გახდეს. თუკი შენს ოცნებას ხშირად წარმოიდგენ, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად იქცევა რეალობად. ამისთვის, ალბათ, ბევრი შრომა და მიზნები, ერთგულება არის აუცილებელი და, ალბათ, კიდევ ცოტა იღბალიც.

Sportall.Ge

ოჯახურ თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცით სპორტსმენები, როგორც კი ოჯახური პრობლემები დაეწყოთ, ეს მათ კარიერაზეც აისახა. ცერემონიალზე ხვიჩას გვერდით მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც იყო. ძალიან კარგ წყვილს ნერვიულობა ემჩნეოდა და ეს ბუნებრივიც იყო. კვარაცხელია ამ მასშტაბის საღამოებზე ხშირად უნდა ვნახოთ და იმასაც დავინახავთ, კამერებთან გაცილებით გაშინაურებულები რომ იქნებიან. მესი ვახსენეთ და ფაკუნდო ფარიასზე უნდა ვთქვათ, რომელიც "ინტერ მაიამიში" გადავიდა და არგენტინელთან ერთად თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელი მოჰყვა, რომ მისმა ცოლმა ანხიმ უნივერსიტეტი მიატოვა, რათა ქმარს ლეგენდასთან ეთამაშა...

კვარაცხელია და ევროპული ფეხბურთი - ჯერ ყველაფერი წინაა!..

altმესიმ "ოქროს ბურთი" მერვედ მოიპოვა - ყველა ნომინანტი დასახელდა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ქართველის ეტალონია ვენაცვალე ჯიგარში
gito
27 დეკემბერი 2023 10:27
2
კალაბრია კვარას კლასიკური დაპირისპირება ნამდვილ არის უკვე მერამდენე თამაშია. ამი ვერ დამნახავი ხო შიგევროპელი პეტრუშკაა
!!
01 ნოემბერი 2023 09:30
1
ნამდვილად ვიმსახურებდით რომ რომელიმე არხს გაეშვა პირდაპირ ეთერში!
ლადო
31 ოქტომბერი 2023 16:02
3
დიდი მადლობა ხვიჩას და ნიცას, განსაკუთრებით ვინც მარხვას იცავს,
აწი რა გვიჭირს ოქროს ბურთს ვხედავთ, თუ დაითრია, დავჭრით, დავხერხავთ.
აბა რად გვინდა ამდენი ოქრო, ან შესავალი ნილოსის მოგრძო?
ერთხმად დავლიოთ ქვეყნის დიდებას! ჯოს! ჯოს! გვირაბი? თხარონ ვირებმა..
მისამღერი;;;ინჯეკტანა ინჯეკტანა
ტამეუკე ტაა ნაა ხვიჩას თანაა... ამ სიმღერაზე გაუზრდიათ ქართველი მესი, ერთხელ ჩაარტყეს, ორჯერ სამჯერ ატკინეს მყესი,
აღარა კმარაა? შენ არ იტირო გაუძელ კვარა! გაუძელ მარაა.!
სხვა არაფერი არ ხდება ქვეყნად? გადაგვიარეს ნიცას პიცა პიგალიცა ელიააა...
კვარას თასში მამამისის მძ...რიააა. აგენტი კიიიი, სიკუტუკუ ჩოჩარაააა.
უუუ მე მაგიიიის, მაგ განდილაააამ. .. თურმე ფული მო პა რაააა.
ყველგან ხვიჩა, ყველგან კრიჩკა, რას მიკეთებს, ბაღნებს ჩიკავს? მაგ საქმეში დიდი მხედართმთავარი სირო დე ჩოყლაყია სტანოკი. უუუხ მაგის პატრონის სამკუთხედი თავი დამრგვალდეს ... აჰააა!!!!
კ ო მ ბ ლ ე და თქვენი წკმუტუნი არ გავიგო, თვარაა დედას გიტირებ კასანჯოღლი, დდდედააას!! შე კაზა.
31 ოქტომბერი 2023 15:31
85
ამას ავლიპაც ვერ უშველიდა
suxumchanin
27 დეკემბერი 2023 11:52
1
"კომბლეს" გვერდებს კომბლე მოუხდებოდა!
ვაჰმე
27 დეკემბერი 2023 11:49
1
ყველა გამოხმაურება
სული და გულით ვულოცავ ხვიჩას, იმედი მაქვს, რომ მომავალში ის მოხვდება "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვის ( "ოქროს ბურთი") სამეულში!!!! დღეს გავიხსენებ აგრეთვე იმ ქართველებს, რომლებიც მე-20 საუკუნეში იყვნენ "ოქროს ბურთის" ლაურეატებს შორის: 1981 წ.- რამაზ შენგელია (მე-7 ადგილი), ალექსანდრე ჩივაძე ( მე-8 ადგილი), დავით ყიფიანი (მე-11 ადგილი); 1972 წელი- მურთაზ ხურცილავა ( 11 -14 ადგილი) ; 1968 წელი-მურთაზ ხურცილავა( 24-32 ადგილი) ; 1965 წ-სლავა მეტრეველი( 17-24 ადგილი), 1961 წ.- მიხეილ მესხი ( 17-22 ადგილი) და სლავა მეტრეველი( 23-27 ადგილი).-0-
თენგიზ
31 ოქტომბერი 2023 14:05
1
რამხელა ყურები აქვს :D:D:D:D:D
Zulli Montero
31 ოქტომბერი 2023 13:44
62
ჯერ საკუთარ თავს სარკეში შეხედე, ორანგუტანო. ))))))
გივი
31 ოქტომბერი 2023 15:26
9
ყველას ძალიან გაგვიხარდა ფეხბურთის ასეთ დიდ ფორუმზე ხვიჩას დანახვა, ეს თიქოს სიზმარი იყო. წარმატებები ხვიჩას დიდ ფეხბურთში. შრომის მოყვარეობა და ტალანტი ამ კაცს არ აკლია, ცოტა უფალიც დაეხმარება და ერი, რომელი ამას იმსახურეს დიდ ვარსკლავს მიიღებს. ხვიჩა დღესაც ვარსკლავია. უფრო მეტი ხვიჩა გვეყოლება ქვეყანა რომ განვითარდეს. ქვეყანა და არა მისი მმართველნი. სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული ტალანტების აღმოჩენაში და შემდგომ მათ გაზრდაში, სხვანაირად არაფერი გამოვა. კერძო ბიზნესი საქართველოში ასეთ “საქმეში” ფულს არ ჩადებს. ეს საგანძური სახელმწიფოს საკუთრეებაა და ამაში სახსრები უსასყიდლოთ უნდა ჩაიდოს.
ანაგელი
31 ოქტომბერი 2023 13:05
3
ეს ხალხი გადამრევს. კიდე უნდა ჩადოს სახელმწიფომ ფული ფეხბურთში რომ ყაველაშვილ- კობაშვილებმა გააგრძელონ ფულის კეთება? რატომ? ამ ფულით ფორბსის სიის სათავეში მაინც ვერ მოახერხა ხვდებიან და ფეხბურთსაც არაფერი ეშველება.
Walter White
27 დეკემბერი 2023 11:57
3
უდიდესი მადლობა ხვიჩას ამ სიამაყისათვის რომელიც მან ქართველ გულშემატკივრებს განგვაცდევინა მრავალი წლის უსიხარულობის შემდეგ, სტიმულისათვის, რომელიც ქართულ ფეხბურთს მისცა და მომავლის იმედისათვის! წარმატებები, მომავალში ოქროს ბურთით ხელში გვენახე! გააგრძელე შრომა და დახვეწა და ყველაფერი იქნება!
რა პრობლემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს ყველაფერი ეჩვენებინა? ჩვენი ფულებით კარგად იღებს ხელფასევს და პრემიებს მისი ხელმძრვანელობა!
არტ
31 ოქტომბერი 2023 12:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული