სერჟ გნაბრი "ტოტენჰემთან" პოკერზე: "არსენალის" ფანები კმაყოფილები დარჩებოდნენ!

AutoSharing Option
სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" მოგებულ მატჩში (7:2) "ბაიერნის" ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ პოკერი შეასრულა და უეფას საიტს შემდეგი განუცხადა:

"ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ამას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა.

ოთხი გოლის გატანაც შესანიშნავია. ვფიქრობ, "არსენალის" ფანები კმაყოფილები დარჩებოდნენ!

ცხადია, ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შედეგია და ამით დღეს სიამოვნებას მივიღებთ".

ცნობისათვის, გნაბრი "არსენალის" ღირსებას 2012-16 წლებში იცავდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული