"ლანჩხუთმა" თბილისში უშანსოდ წააგო. გაბუნიამ მეტოქის დარტყმული 21-ჯერ მოიგერია

AutoSharing Option
დღეს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში, თბილისში "ლანჩხუთმა" "როზენგარდს" უმასპინძლა და უშანსოდ, 0:7  წააგო. 

მატჩამდეც აშკარა იყო, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერი იყო დებიუტანტებზე, თუნდაც იმით, რომ შვედური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო კლუბს შორის 3-ჯერ არის მოხვედრილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგია.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ 0:6 გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარე გაბუნია მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

"ლანჩხუთის" მეკარეს დღევანდელ მატჩში 21 სეივი ჰქონდა. 

თბილისი, "მიხეილ მესხის სტადიონი 2"

"ლანჩხუთი" - "როზენგარდი" - 0:7

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33),
0:7 სეგერი (74), 

"ლანჩხუთი" - გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია. 

"როზენგარდი" - მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი (კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85). 

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება. 

alt"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
თქვე კაი ხალხო 1987 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა შვედეთიდან ქალთა ორი საკლუბო გუნდი საქართველოში, და დინამოს სტადიონზე საჩვენებელი თამაში ითამაშეს ერთმანეთთან, (მე ვესწრებოდი მაგ თამაშს) რადგან მთელ სოიუზში და არც საქართველოში, საერთოდ არ იყო ქალთა ფეხბურთი. ანუ 33 წლით ადრე, იქ უკვე ჩემპიონატი ტარდებოდა, და თქვენ გინდათ რომ ჩვენ დღეს და ხვალ მოვუგოთ ევროპის გრანდებს? (თუმცა ერთს მოვუგეთ))აბა ვნახოთ 33 წლის და უფრო ადრეც რას უზამენ ჩვენი გოგონები შვედებს და თუნდაც ევროპას. თქვენ კი გოგონებო, უკვე გმირები ხართ და მომავალშიც გვეიმედებით, წინ გამარჯვებებისკენ!
მალხაზ ჯობავა
19:46 09-12-2020
0
ხალხო ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყოთ,ასე ერთხაზოვნათ რატომ მსჯელობთ?ამ გოგოებმა უკვე ძალიან დიდი შედეგი დადეს შემდეგ ეტაპზე რომ გავიდნენ და შვედური კლუბია ეს შვედური გესმით?იცით მაინც შვედური ქალთა ფეხბურთი რა დონეზეა აყვანილი?გაგნებაში არ ხართ და სისულელეებს წერთ აქ კარგით რა ტეხავს.
ამ გოგოებს კი ძალიან დიდი მადლობა სულ ვწერდი და ახლაც დავწერ,თქვენ ისედაც დადეთ შედეგი და ისედაც მაქსიმუმი ამოიღეთ,რაზეც უღრმესი მადლობა და მთავარია გული არ გაიტეხოთ.ძალიან მიყვარხართ!!!
გეგი
17:16 09-12-2020
2

სიახლეები პოპულარული