ანტონიო კონტე "რეალის" წინადადებით იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
21 ოქტომბერს "კორიერე დელო სპორტმა" იუწყა, რომ "რეალმა" ანტონიო კონტე გუნდის მწვრთნელობაზე დაითანხმა, თუმცა მას შემდეგ ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა და ახლა ბრიტანულმა "ინდეპენდენტმა" ყველაფერი განმარტა.

თურმე, ბლანკოსი კონტეს მხოლოდ სეზონის დასრულებამდე სთავაზობს კონტრაქტის გაფორმებას, რაც იტალიელ სპეციალისტს არ აწყობს და კატეგორიულ უარს აცხადებს.

ის მზადაა მხოლოდ ხანგრძლივვადიანი პროექტი განიხილოს. ამას გარდა, "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში "ჩელსისგან" 9-მილიონფუნტიან კომპენსაციას ვეღარ აიღებს.

გამოცემის მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს კონტე დროებით მწვრთნელად სჭირდება და შემდეგ უნდა გუნდი "ტოტენჰემის" მენეჯერს მაურიციო პოჩეტინიოს
ჩააბაროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული