მარსელო თარსია? - "რეალმა" მისი მონაწილეობით ჩატარებული 9 მატჩიდან 6 წააგო

AutoSharing Option
დღეს, ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა იმ "ჟირონასთან", რომელსაც უკანასკნელი 13 შეხვედრიდან არც ერთი არ ჰქონდა მოგებული.

სტატისტიკოსებმა იუწყეს, რომ "რეალმა" იმ ბოლო 9 თამაშიდან, რომელშიც მცველმა მარსელომ მიიღო მონაწილეობა, 6 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო - "რაიო ვალეკანოსთან" 1:0.

როდესაც სერხიო რეგილიონი თამაშობდა, ბლანკოსმა ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.

უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველად "სამეფო გუნდმა" სეზონში 11 მარცხი განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდებულ ფეხბურთელებს დაფასება და მოფრთხილება სჭირდებათ! ვერ ვიგებ ისეთ ვაი ვითომ ბალელშჩიკებს რომლებსაც, თავი პროფესორებად მოაქვთ და ვითომ საფეხბურთო ანა-ბანა გაეგებათ. ესეთებს ნოლის დონეზე აქვთ დაქვეითებული ფეხბურთის სიყვარული, სამაგიეროდ ფეხბურთელების გინებაში "მაგრები არიან" ასეთების ყველაფერი მოვიკითხე.....
0
კურტუას შეცდომები მარსელოს გადააბრალეს.
თემო
10:47 18-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული