მარსელო თარსია? - "რეალმა" მისი მონაწილეობით ჩატარებული 9 მატჩიდან 6 წააგო

AutoSharing Option
დღეს, ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა იმ "ჟირონასთან", რომელსაც უკანასკნელი 13 შეხვედრიდან არც ერთი არ ჰქონდა მოგებული.

სტატისტიკოსებმა იუწყეს, რომ "რეალმა" იმ ბოლო 9 თამაშიდან, რომელშიც მცველმა მარსელომ მიიღო მონაწილეობა, 6 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო - "რაიო ვალეკანოსთან" 1:0.

როდესაც სერხიო რეგილიონი თამაშობდა, ბლანკოსმა ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.

უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველად "სამეფო გუნდმა" სეზონში 11 მარცხი განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდებულ ფეხბურთელებს დაფასება და მოფრთხილება სჭირდებათ! ვერ ვიგებ ისეთ ვაი ვითომ ბალელშჩიკებს რომლებსაც, თავი პროფესორებად მოაქვთ და ვითომ საფეხბურთო ანა-ბანა გაეგებათ. ესეთებს ნოლის დონეზე აქვთ დაქვეითებული ფეხბურთის სიყვარული, სამაგიეროდ ფეხბურთელების გინებაში "მაგრები არიან" ასეთების ყველაფერი მოვიკითხე.....
10
18 თებერვალი 2019 19:45
0
კურტუას შეცდომები მარსელოს გადააბრალეს.
თემო
18 თებერვალი 2019 10:47
1
თუ მარსელოს მონაწილეობით მოგებულ და პირადად მარსელოს მიერ მოგებულ შეხვედრებს დავითვლით,აღმოჩნდება,რომ მარსელო თარსი კი არა,ქუდბედიანი ყოფილა.რეალი რა თქმა უნდა დიდი გუნდია და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს,მაგრამ სწორედ ფეხბურთელებისადმი ასეთი უსულგულო დამოკიდებულების გამო, არ მიყვარს.გუშინდელ სუპერვარსკვლავს ისე მოისვრიან სანაგვეზე,მადლობასაც არ ეტყვიან ხშირად.
სოსო
18 თებერვალი 2019 10:17
1
ბარსას ფანი ვარ, მაგრამ სრული უაზრობაა მარსელოს მიმართ ასეთი დამოკიდებულობა, ძალიან კარგი ფეხბურთელია! მართლაც და არ იმსახურებენ დიდი ფეხბურთელები ასეთ დამოკიდებულებას. ბარსას ვაი ფანებმაც ასე არ იციან? სუარესი კარგად ითამაშებს ყოჩაღ "პისტოლეტო". ვაი და ცუდად თუ ითამაშა წამოვა, ლანძღვა გინებების კორიანტელი. ასევე რაკიტიჩის მიმართაც. მე პირადად დიდ პატივს ვცემ ამ დიდებულ ფეხბურთელებს და მინდა დიდხანს დავტკბე მათი თამაშით. როცა ჩავარდნა აქვთ ამ დროს სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა, და არა დაუმსახურებელი კრიტიკა.
გია1
18 თებერვალი 2019 18:15
0
მარსელოა თარსიი ? ვაიი სირცხვილი ვინც ეს თქვა ფეხბურთის გაგებაში არ ყოფილა :)) ყველამ კარგად იცის რომ მარსელო ერთ-ერთი საუკეთესო მცველია როგორი ტაქტიკა სიკლასნეაქვს უბრალოდ გინდაც დაცვაში გინდაც თავდასხმაში ჩართვებში რონალდოს წასვლის შემდეგ მითუმეტეს რამდენჯერ დაურტყამს კარისკენ რომ მას მაინც გაემწვავებინა თამაში :(( შეიძლება ახლა ისე ვეღარ თამაშობს, მაგრამ როგორ უნდა თქვა ფეხბურთელზე, რომელიც წლებია გუნდის შეუცვლელი ფიგურააა და რომელსაც მოუგია არა ერთი ჩემპიონთა ლიგა ლალიგა, რომ თარსიაო :(( უბრალოდ ეს არაადეკვატურობააა :)) ასეთი ფეხბურთელი თუ ვერ დაფასე აბა ვინ უნდა დააფასო ერთ სეზონში გატოკებული, გაფრენილი და გაპიარებული ფეხბურთელი რომელიც მერე მოედნიდან ქრება ? :(( და არ მესმის არც ფანებისდა არც არავისი ვინც მოთამაშეს ლანძღავს შეურაწყოფას აყენებს და გოლს რომ გაიტანს აღმერთებს:(( ასე არ შეიძლება ჩავარდნები ყველას აქვს და ამ დროს ადამიანს გვერდში დგომა სჭირდება და არა დაცინვა :(( სამწუხაროდ ბევრი ფანი ვიცი ასეთი. პ.ს. ბარსას ფანი :**
T.k
18 თებერვალი 2019 01:37
2

სიახლეები პოპულარული