13 წლის ნეიმარის უცნობი ფოტოები მადრიდში - რატომ ჩაიშალა ტრანსფერი "რეალში"

AutoSharing Option
ეკრანებზე გამოჩნდა ნეიმარზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილი.

ამ ეპიზოდმა ბრაზილიელის მომავლის შესახებ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა.

13 წლის ნეიმარი მადრიდში იყო ჩასული "რეალთან" შეთანხმების მისაღწევად. არამხოლოდ ეს, 2005/06 წლების მოსამზადებელ ეტაპზე ნეიმარი მადრიდელთა ახალგაზრდული გუნდის გეგმის ნაწილი იყო, სადაც დანიელ კარვახალთან და პაბლო სარაბისთან ერთად უნდა ეთამაშა.

Sportall.Ge

დოკუმენტური ფილმი გვთავაზობს ნეიმარის ახალ ფოტოებს, რომლებიც მადრიდში გადაიღო. მისი ფოტოებიდან ვხედავთ, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი, როგორც "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებზე, ისე გასახდელში იმყოფებოდა და სამახსოვრო კადრი გადაიღო იქ, სადაც ბრაზილიელების - რონალდოს,
ჟულიო ბაპტიშტას, რობინიოსა და სისინიოს ადგილი იყო.

Sportall.Ge

შესაძლოა, ნეიმარი ისევ ეწვიოს მადრიდის "რეალს". მისი მომავალი პსჟ-ში ბინდით არის მოცული.

Sportall.Ge

მაშინ ნეიმარი "რეალში" ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მამამისმა "სანტოსს" კონკრეტული პირობები წაუყენა. მამას უნდოდა, რომ ნეიმარს განსაკუთრებულად მოქცეოდნენ "სანტოსში". ნეიმარი და მისი ოჯახი იმ დროისთვის კომფორტულად ნამდვილად არ ცხოვრობდნენ. ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტ ზიტუს უფროსი ნეიმარის დარწმუნება მოუხდა, რათა თინეიჯერი ბიჭი "სანტოსში" დარჩენილიყო.

თავიდან 13 წლის ნეიმარს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რაზეც ფეხბურთელის მხარემ უარი განაცხადა. თუმცა 13 წლისამ პირველი კონტრაქტი მაინც გააფორმა, რისი საშუალებითაც ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწორა. ამასთანავე, ნეიმარს სავარჯიშო ბაზასთან ახლოს ბინაც კი გადასცეს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა იყო და რა გახდა!
0

სიახლეები პოპულარული