18 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა "რეალის" ვარჯიშზე ყველა გააოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა ტაკეფუსა კუბომ მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე საკუთარი ტექნიკით ყველა გააოცა.

იაპონელი ფეხბურთელი უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ კუბო "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა მიმდინარე ზაფხულს პრინციპული მეტოქის ბანაკში არჩია გადასვლა. მედიის ინფორმაციით, ფორვარდის სანაცვლოდ "რეალმა" 2 მლნ ევრო გადაიხადა.

ზაფხულში კუბოს იაპონიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, როცა სალვადორთან მატჩის 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, რითაც ყველაზე მეორე ახალგაზრდა იპოანელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

"ტოკიოს" მაისურით კუბომ 30 მატჩი ჩაატარა, სა
დაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო "იოკოგამას" მაისურით 6 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ მადრიდელებს ყველაფერში ბარსა, რომ გელანდებათ. კაცმა დაგიწერათ მილანის ფანი ვარო მაინც ჩვენ მოგვადექით, კარგით რა? ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კუბო. ჩვენ თავი დაგვანებეთ. სულ არ მაინტერესებს ეგ კუბოა თუ ვენოკი.
ბარსა
16 ივლისი 2019 14:22
0
მოედანზე ხო არ გაახარეს და ეხლა 2 მილიონად კუბოც მიჰყიდეს
George
16 ივლისი 2019 06:19
0
რამხელა უნდა მძულდეს რეალი,რომ ამ ახალგაზრდაზე ვთქვა რამე ცუდი(ჯერჯერობით).ერთ-ერთი გამორჩეული აზიელი ფეხბურთელია და დასფასებელია,რომ მოხვდა ისეთ გრანდში, როგორიც მადრიდის რეალია.გვარზე ღადაობა კი უბრალოდ სასაცილოა უკვე, სასაცილო!პ.ს.ბარსას კუბოს დაამზადებს მალე ეს ჩვენი აზიელი კუბო და მოამზადეთ თქვენი გუნდი.ვალვერდეს რაუყავით უთხარით წავიდეს თორე კიდე კრახით არ დასრულდეს ბარსასთვის ჩ.ლ.:):)
კარგით რა
15 ივლისი 2019 21:42
3
კუბო კი არა სასახლეა,მაგას ვენაცვალე.
ჯორჯი
15 ივლისი 2019 17:42
4
ტალანტი აქვს ნამდვილად
goga
15 ივლისი 2019 15:32
5
მეკუბოვეც ყავთ,რამე რო იყოს,თუ დაგჭირდათ
დიასი
15 ივლისი 2019 14:43
7
დიას დიდიიი მადლობა, მაგრამ თქვენთვის დაგვითმია.
?
15 ივლისი 2019 16:26
0
დიას დიდიიი მადლობა, მაგრამ თქვენთვის დაგვითმია.
?
15 ივლისი 2019 16:26
0
რეალს, კუბო გყავთ გუნდში, მარტო ერთი საფლავიღა გაკლიათ.
ვიზიარებ
15 ივლისი 2019 14:02
8
რეალისტო სადაც კუბოებია იქ ნამდვილად ვიზიარებ. ბარსას ფანი არ ვარ, მილანის.
ვიზიარებ
15 ივლისი 2019 16:29
0
კუბო სხვებისთვის (სხვა გუნდებისთვის) იქნება
qomagi
15 ივლისი 2019 15:58
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული