
"რეალს" "დორტმუნდში" განათხოვრებული მცველის, აშრაფ ჰაკიმის დაბრუნება სურს, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის მტკიცებით, "რეალი""დორტმუნდში" თავგამოჩენილ ჰაკიმიზე მომავალ სეზონში იმედებს ამყარებს და ამავე დროს, მცველ ალვარო ოდრიოსოლას გაყიდის, რომელიც იჯარით "ბაიერნში" ასპარეზობს.
ჰაკიმის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. სეზონ-ნახევარში "დორტმუნდში" 65 მატჩში 10 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა, "სამეფო კლუბთან" კი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.