23 წლის ბრაზილიელი მცველი ნატანი "ნაპოლიდან" "ბეტისში" გადაბარგდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას სევილიური კლუბი ავრცელებს.
"ბეტისს" ნატანის ერთსეზონიანი იჯარა 1 მილიონი ევრო დაუჯდება, შემდეგ კი დაახლოებით 8-9 მილიონად შეეძლება გამოსყიდვა.
ნატანი "ნაპოლიმ" "ბრაგანტინოსგან" 2023 წლის აგვისტოში 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა. Transfermarkt-ის მიხედვით ახლა მისი ფასი 12 მილიონია.