ბილბაოს მერი: რუსებო, თქვენი დანახვა არ გვინდა!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩზე ბილბაოში "ატლეტიკთან" საქომაგოდ "სპარტაკის" 2 500 ფანი ჩავიდა, რომელთა ადგილობრივ გულშემატკივრებთან ჩხუბის დროს 50 წლის პოლიციელი ინოსენსიო არიასა გარსია გარდაიცვალა.

ამასთან დაკავშირებით ბილბაოს მერმა ხუან მარი აბურტომ და ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა შემდეგი განაცხადეს:

"რუსებო, არ დაბრუნდეთ ბილბაოში! ჩვენ თქვენი დანახვა არ გვინდა! არანაირი ტოლერანტობა. ვინც ეს გააკეთა, პასუხს აგებს", - დაწერა აბურტომ "ტვიტერზე".

"ეს სიგიჟეა, ძალიან სერიოზული: ულტრასების ძალმომრეობის წინააღმდეგ ძლიერები უნდა ვიყოთ.
არ უნდა დავნებდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამის სამუდამოდ ამოსაძირკვად. რუსები არ უნდა ჩამოსულიყვნენ ბილბაოში, სახლში უნდა დარჩენილიყვნენ. მათი აქ ჩამოსვლა კარგს არაფერს არ მოასწავებდა. ყველაზე უარესი მოხდა - ადამიანი გარდაიცვალა", - უთხრა ტებასმა AS-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბრიუსელის ,,ეიზელი"-ს სტადიონზე (თუ საერთოდ აზრზე ხართ ფეხბურთის) იუვე-ლივერპულის ფინალის დროს ფანების დაპირისპირების გამო ტრიბუნა ჩამოინგრა და ათეულობით ქომაგი დაიღუპა, მაგრამ მათთვის ღორები არავის დაუძახია,თქვენ კი ჩემო რობოტუნებო სხვის დაკრულზე საინტერესოა რამდენ ხანს იცეკვებთ... თუმცა რაა რობოტებისგან გასაკვირი? პოლიტიკა და სპორტი სულ ერთია რობოტისთვის
krazana
10:59 26-02-2018
14
ასე უნდა მოექცე რუსებს ყველგან, ამ ჩვენ კომბოსტო ხალხიან ქვეყანაში ვერ შეუგნიათ ვინ ღორებთან გვაქვს საქმე. ზოგიერთი ქართველი სამარცხვინოდ მსჯელობს პოლიტიკაზე, ზოგჯერ დაუჯერებელ ლეღვობას იძახიან.
გიორგი
15:43 23-02-2018
11

სიახლეები პოპულარული