ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი. I მატჩების წინ: ითამაშებს ლევან ხარაბაძე "ნაპოლისთან"?

AutoSharing Option
14 თებერვალს ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩები გაიმართება.

ჩვენს ყურადღებას ყველაზე მეტად ის ორი მატჩი იპყრობს, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები თამაშობენ.

დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" გერმანულ "აინტრახტს" მასპინძლობს. დიდი ალბათობით, ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

რამდენიმე დღით ადრე "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ კრივცოვი-ხოჭოლავა-მატვინენკოს სამეულიდან ორი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებდა მატჩს, ხოლო გუშინ "აინტრახთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ხოჭოლავასთან ერთად წარდგა.

"მეტოქის თავდამსხმელთა ტრიოდან რომელიმეს გამოყოფა არ შემიძლია. იოვიჩი, რებიჩი და ალე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ
მათთან კი არა, არამედ მთელ "აინტრახტთან" სათამაშოდ უნდა განვეწყოთ.

ვარჯიშებზე ამისათვის სპეციალურად ვემზადებოდით. მწვრთნელებმა აგვიხსნეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ვფიქრობ, ეს ხვალ დაგვეხმარება. "აინტრახტი" "ჰოფენჰაიმის" დარი აგრესიული გუნდია, რომელსაც ამ სეზონში უკვე შევხვდით. თუმცა, საბოლოოდ, მათი შედარება მხოლოდ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება.

"შახტარის" მიზანი ტურნირის ფინალში გასვლაა, თუმცა იქამდე შორია. ჯერ შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ", - ეს უკვე თავად ხოჭოლავას სიტყვებია.

ევროპა ლიგაში დიდი მოლოდინით ველოდებით ლევან ხარაბაძის დებიუტს, რომლის "ციურიხი" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ქართველი მცველი "ნაპოლისთან" მატჩის განაცხადშია შეყვანილი და დიდი ალბათობით, მასაც მოედანზე ვიხილავთ. ხარაბაძემ შვეიცარიის ჩემპიონატში უკვე ჩაატარა 2 მატჩი, სადაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მოკლედ, ქართველ ფეხბურთელს ყველაფერი კარგად მისდის და იმედია, "ნაპოლისთანაც" გამოიჩენს თავს.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ბატე-არსენალის დაპირისპირება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელორუსულმა კლუბმა ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 6 ფეხბურთელი დაკარგა. გუნდი დატოვეს: მირკო ივანიჩმა, მიხაილ გორდეიჩუკმა, ნემანია მილუნოვიჩმა, მაკსიმ ვოლოდიკომ, დენის პოლიაკოვმა და ნიკოლაი სიგნევიჩმა.

ხოლო ახალწვეული სულ სამი ჰყავთ: ბოიან დუბაიჩი, დმიტრი ბესმერტნი და ნიკოლაი სიგნევიჩი.

ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბატე ლონდონელებს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. მართალია, "არსენალმა" ბოლო 5 მატჩში 2 წაგება იგემა და ისიც ორივეჯერ მანჩესტერულ კლუბებთან დამარცხდა, მაგრამ "მეთოფეებმა" ერთგვარი რეაბილიტაცია "ჰადერსფილდთან" მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ "არსენალთან" ითამაშებს ალექსანდ გლები, რომელიც ამ გუნდის ღირსებას 2005-დან 2008 წლამდე იცავდა.

ლუჩანო სპალეტის "ინტერი" ვენაში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ "რაპიდს" დაუპირისპირდება. ავსტრიულ კლუბს მილანელები 1990/91 წლების სეზონის შემდეგ არ შეხვედრიან. "ინტერი" სერია A-ში არასტაბილურად ასპარეზობს და ხასიათის გამტკიცებას ავსტრიაში შეეცდება.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები
12 თებერვალი
ფენერბაჰჩე-ზენიტი 1:0

14 თებერვალი
ბატე-არსენალი 21:55
გალათასარაი-ბენფიკა 21:55
კრასნოდარი-ლევერკუზენი 21:55
ლაციო-სევილია 21:55
ოლიმპიაკოსი-დინამო (კ) 21:55
რაპიდი-ინტერი 21:55
რენი-ბეტისი 21:55
სლავია-გენკი 21:55
სელტიკი-ვალენსია 23:59
ბრიუგე-ზალცბურგი 23:59
მალმიო-ჩელსი 23:59
პლზენი-დინამო (ზ) 23:59
შახტარი-აინტრახტი 23:59
სპორტინგი-ვილიარელი 23:59
ციურიხი-ნაპოლი 23:59

altევროპა ლიგა. 1/16 ფინალი: "ფენერბახჩე" პეტერბურგში ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით ნაპოლი ძაან გაბანძებულია ამ ბოლო დროს,თანაც ჰამშიკიც დაკარგეს არაა გამორიცხული ციურიხმა სახლში მოუგოს
gogi
17:58 14-02-2019
5
სჯობს ძირითადში არ ითამაშოს ხარაბაძემ.
kaxa
17:39 14-02-2019
14

სიახლეები პოპულარული