დებიუტში ფრანგები ნიღბის გარეშე მოთამაშე მბაპეს პასით კოლო მუანიმ დააწინაურა, თუმცა 16 წლის იამალმა შორიდან გატანილი დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ოლმომ ტჩუამენი ჩამოიცილა, დაარტყა და ბურთი საკუთარ კარში კუნდემ ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა კარში სამჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში მიზანს უწიეს.
მეორე ტაიმში „ფურია როხა“ პრაგმატულად მოქმედებდა, თავს იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, დეშამის გუნდმა ევრო 2024-ზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ესპანეთმა მიმდინარე ტურნირზე ექვსივე დაპირისპირება მოიგო და 2012 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გავიდა ფინალში.
მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის დღეს დორტმუნდში გაიმართება.
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 62 042 მაყურებელი
ესპანეთი - საფრანგეთი 2:1
გოლები: 0:1 კოლო მუანი (8), 1:1 იამალი (21), 2:1 ოლმო (25)
. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან პელეს რეკორდი დაამხო.
. ოლმო პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა.
. ესპანეთმა 13 გოლი გაიტანა და ევროპირველობებზე თავისი რეკორდი გაიმეორა - უფრო მეტი დიდ ტურნირზე მხოლოდ საფრანგეთმა 1984 წელს გაიტანა (14).
. მბაპემ ბოლო ორ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით.
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
და მაინც კიტეიშვილის ტრავმა რომ არა ვინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები.