"ჩელსიმ" "ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერის ტრანსფერი შეათანხმა, - იტყობინება Sky Sports-ი.
ინგლისური კლუბი მზადაა ვერნერს ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 222 ათასი ევრო დაუნიშნოს, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა. 15 ივნისამდე "ჩელსის" შეუძლია მისი კონტრაქტი 60 მილიონად გამოისყიდოს, ხოლო თუ ეს იქამდე ვერ მოახერხა, შემდეგ ტრანსფერზე "ლაიპციგთან" მოუწევს მოლაპარაკება.
ერთი წლის შემდეგ ვერნერის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 40 მილიონი იქნება. "ჩელსიში" ვერნერს მისი თანამემამულე მცველი ანტონიო რიუდიგერიც ეპატიჟება.
24 წლის ვერნერმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა (3 პენალტით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.