"ლივერპულის" თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ერთ თვეზე მეტხანს მოუწევს უქმობა.
გუნდის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ფირმინოს ტრავმა სერიოზულია და ჯერ ზუსტად არ იცის, როდის დაბრუნდება. მან თქვა, რომ ჯო გომესმა და კერტის ჯონსმა ტრავმები მოირჩინეს და ისევე როგორც ფაბინიო და ტიაგო ალკანტარა "ვესტ ჰემთან" თამაშს შეძლებენ.
ბრაზილის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ კოლუმბიასთან (12 ნოემბერს) და არგენტინასთან (17 ნოემბერს) მატჩებისთვის ფირმინოს ნაცვლად "რეალის" ნახევარმცველი ვინისიუსი გამოიძახა.