"ვერონასთან" განადგურების შემდეგ ჯენარო გატუზოს გადადგომა უნდოდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში, სტუმრად "ვერონასთან" განადგურების (0:3) შემდეგ, "მილანის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო გადადგომას აპირებდა.

Mediaset-ის ცნობით, როსონერის 39 წლის დამრიგებელი აღშფოთებული იყო ფეხბურთელების უგულოდ თამაშითა და ნამატჩევს მათი ინდეფერენტული საქციელით, კლუბის ოფისში მივიდა, რათა სამსახურიდან წასულიყო, მაგრამ გადაგომა გადააფიქრებინეს და შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალის ერთად მონახვა შესთავაზეს.

"მილანმა" გუნდს დაგეგმილი საშობაო სადილი გაუუქმა და დამატებითი ვარჯიში დაუნიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული