სერია A. XXXVII ტურის წინ: როცა ინტირგა საკმარისზე მეტია

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონის გარკვევას ბეჭდის დასმაღა აკლია. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ჩემპიონი "იუვენტუსია", რადგან ორი თამაშიც რომ წააგოს, "ნაპოლი" ვერ მოახერხებს ბურთების სხვაობაში ამხელა ჩამორჩენის (-16) აღმოფხვრას. "იუვეს"კი, ამ ტურშივე ოფიციალურად რომ გაჩემპიონდეს, მინიმუმ ქულის აღება სჭირდება "რომასთან" საგარეო დაპირისპირებაში.

ცხადია, "ნაპოლის" ძალიან არ უნდა ამასთან შეგუება, მაგრამ მაინც უნდა აღიაროს, რომ "ბებერი ქალბატონი" მიმდინარე სეზონში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თავგანწირვით მოასპარეზე მაურიციო სარის გუნდი, რომელსაც ფინიშამდე გაუთავდა "საწვავი".

ნათელი იყო და ბევრიც პროგნოზირებდა, რომ "ნაპოლის" არ ჰქონდა იმხელა
საკადრო რესურსი, ბოლო ტურამდე რომ ებრძოლა სკუდეტოსთვის.
სატურნირო მოტივაციას რაც შეეხება, ის "რომას" უფრო მეტი აქვს.

ჯერ ერთი, ჩემპიონთა ლიგის ზონის საზღვარზე მყოფ "ინტერთან" სხვაობა 4 ქულაა, და მეორეც - რომაელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საძულველ "ლაციოზე" წინ აღმოჩნდნენ სატურნირო ცხრილში.

თავის მხრივ, "ნაპოლი" გენუაში ითამაშებს. სარის ბიჭებმა ძალიან კარგად იციან, რომ საჩემპიონო პოდიუმზე ვერ მოხვდებიან. ამდენად, გენუაში ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალ, თვალსასეირო მატჩს უნდა ველოდოთ.

მთავარი ინტრიგაა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მეოთხე ადგილი. დღესდღეობით, ეს პოზიცია "ლაციოს" უკავია, მაგრამ თუ ორივე გუნდი ამ ტურს უდანაკარგოდ გაივლის, ყველაფერი ორი გრანდის, "ლაციოსა" და "ინტერის" შეხვედრაში გაირკვევა. "ნერაძურის"მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.

დიდი ბრძოლაა ევროპალიგის საგზურისთვისაც. პრეტენდენტი სამია, ადგილი კი - ერთი. "მილანისა" და "ატალანტას" შეხვედრა ძალიან ბევრს გაარკვევს. ამ დროს ევროასპარეზზე გასვლის მშვენიერი შანსი ეძლევა "ფიორენტინას".

ფლორენციელები ბოლო დროს მართლაც შესანიშნავ ფორმაში არიან და არავის უნდა გაუკვირდეს, თუ იტალიურ საფეხბურთო ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "კალიარისაც" მოუგებენ.

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვისაც. "ბენევენტო" და "ვერონა" უკვე გავარდნენ. გასარკვევია მხოლოდ ერთი უიღბლოს საკითხი. მე-18 ადგილზე მყოფი "კალიარის"გარდა, საფრთხე კიდევ 5 გუნდს - "უდინეზეს", "კროტონეს", "კიევოს", სპალ-სა და მე-13 ადგილზე მყოფ "ბოლონიასაც" ემუქრება, მით უმეტეს, იმავე "კალიარის" მასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. გადარჩენისთვის, ბოლონიელებს დარჩენილ 2 მატჩში ერთი ქულაც ეყოფათ.

როგორც წესი, ნებისმიერ ჩემპიონატში ერთ-ერთი გადამწყვეტია ბოლოსწინა ტური და სერია A-შიც ასე უნდა იყოს.

ფაქტები

  • "სასუოლომ" ბოლო ორი მატჩი მოუგო "ინტერს".
  • "ფიორენტინასა" და "კალიარის" შორის ბოლო ორ მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ბოლონიამ" ბოლო ორ მატჩში დაამარცხა "კიევო".
  • "ვერონასა" და "უდინეზეს" ბოლო ორ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.
  • "მილანს" ბოლო 5 მატჩია, არ დაუმარცხებია "ატალანტა".
  • ბოლო მატჩში "იუვენტუსმა" 1:0 მოუგო "რომას".
  • "სამპდორიასა" და "ნაპოლის" შორის ბოლო 6 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

იტალია
სერია A. XXXVII ტური
შაბათი, 12 მაისი
ბენევენტო-ჯენოა 20:00
ინტერი-სასუოლო 22:45

კვირა, 13 მაისი
ბოლონია-კიევო 17:00
კროტონე-ლაციო 17:00
ფიორენტინა-კალიარი 17:00
ტორინო-სპალ 17:00
ვერონა-უდინეზე 17:00
ატალანტა-მილანი 20:00
რომა-იუვენტუსი 22:45
სამპდორია-ნაპოლი 22:45

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 28 - მაურო იკარდი (ინტერი); 22 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი რამ ვერ გავიგე ევროპა ლიგაზე იტალიას მხოლოდ ორი საგზური აქ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული