
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ საბერძნეთში დასვენების დროს სასტუმროს თანამშრომლებს "ჩაის" სახით 19 600 ევრო დაუტოვა.
პორტუგალიელი "იუვენტუსთან" კონტრაქტის გასაფორმებლად სასტუმრო "კოსტა-ნავარინოში" გაჩერდა, სადაც ტურინულ კლუბთან მოლაპარაკებები გამართა.
ინგლისური გამოცემა The Sun-ის ცნობით, რონალდო იმდენად გაოცებული დარჩა სერვისით, რომ სასტუმროს თანამშრომლებს "ჩაის" სახით 19 600 ევრო დაუტოვა. "იუვენტუსის" წარმომადგენელმა კი სასტუმროს ხელმძღვანელობას სთხოვა, თანხა ყველა თანამშრომელზე გადაენაწილებინათ.