რა ხდება "მილანში" - "როსონერიში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
იტალიურმა მედიამ გვაუწყა, რომ "მილანი" ორმა მთავარმა მოქმედმა პირმა, ტექნიკურმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ და გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ დატოვეს.

ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მირაბელის ლეონარდო ჩაანაცვლებს, ვინც ლომბარდიელთათვის უცხო პიროვნება ნამდვილად არაა.

რაც შეეხება ფასონეს, მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე პაულო სკარონი იმუშავებს.

ცვლილებებია კლუბის ბორდში, რომელშიც მარკო პატუანო, ფრანკ ტული, ჯორჯიო ფურლანი, სტეფანო ჩოჩირიო, სალვატორე ჩერჩიონე, ალფრედო გრაკა და ჯანლუკა დ'ავანცო შევიდნენ.

ეს ცვლილებები კი მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბი ახალი მფლობელის, "ელიოტ მენეჯმენტის" მმართველობაში
გადავიდა.

იწერება იმის შესახებაც, რომ "მილანი" მალე კარისკენ მიუთითებს გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, მის მაგივრად კი "ჩელსიდან" გაშვებული ანტონიო კონტეს დანიშვნა იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეონარდოს კონტესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მის კანდიდატურასაც სწორედ ის ლობირებს.

კლუბის ახალი მფლობელების ხელში გადასვლის და ევროპის ლიგის ჯგუფში დაშვების შემდეგ "როსონერი" სატრანსფერო ფანჯარაზეც გააქტიურდა.

დიდი შანსია იმისა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა გონსალო იგუაინმა კარიერა "სან სიროზე" გააგრძელოს, რაც "მილანისთვის" უდიდესი შევსება იქნება.

ამას გარდა, შავ-წითელთა რიგებში შესაძლოა 24 წლის ახალგაზრდა მცველი მატეა კალდარაც ვიხილოთ, რომელიც ამჟამად ბერგამოს "ატალანტაში" ირიცხება.

რაც შეეხება წამსვლელებს, "როსონერიმ" ამერიკულ მოსამზადებელ ეტაპზე რიკარდო მონტოლივო არ იახლა, რადგან მის გაშვებას აპირებს.

დიდი ალბათობით, სამხრეთ ამერიკის რომელიმე გუნდში განაგრძობს კარიერას კარლოს ბაკა.

იწერება ასევე რიკარდო როდრიგესის, ნიკოლა კალინიჩის, სუსოსა და ანდრე სილვას შესაძლო ტრანსფერებზეც.

ყველაზე ცუდი ინფორმაცია კი "მილანის" გულშემატკივართათვის ისაა, რომ "სან სიროდან" აბარგებას ლეონარდო ბონუჩი აპირებს, ვინც ან ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდება, ან პსჟ-ს მიაშურებს.

ჯენარო გატუზოს გაწვრთნილებმა მოსამზადებელ ეტაპზე ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართეს და "ნოვარას" 2:0 სძლიეს. ხვალ, თბილისის დროით 07:00 საათზე კი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან.

alt"მილანი" გონსალო იგუაინს ოთხწლიან კონტრაქტს და 4.5-მილიონიან ხელფასს სთავაზობს

alt"მილანი" ზაფხულში რიკარდო მონტოლივოს გაუშვებს

altოფიციალურად: "მილანი" ევროპის ლიგაზე დააბრუნეს

altSportmediaset: "მილანის" ახალი პატრონები ჯენარო გატუზოს ამ დღეებში გადააყენებენ

altლეონარდო ბონუჩის "იუვენტუსში" სურს დაბრუნება

altჯენარო გატუზო: ლეონარდო ბონუჩის შენარჩუნება გვსურს, მაგრამ მისი აზრიც გასათვალისწინებელია

altლეონარდო "მილანში" დაბრუნდა და ტექნიკური დირექტორი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული